გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წელს გაცემული
საჯარო ინფორმაციის შესახებ
მოგახსენებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ხოლო დაწესებულება ვალდებულია გასცეს შესაბამისი საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ, ან/ და კანონით გათვალისწინებულ ვადებში .
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დანიშნულია პირი, რომელიც პასუხისმგებელია საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2015 წლის 01 იანვრიდან დღემდე შემოსულია 48 კორესპონდენცია, მათ შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით მომართა 20 ფიზიკურმა, 28 იურიდიულმა პირმა (რიგ შემთხვევებში საჯარო ინფორმაციის გადაგზავნა მათი მოთხოვნის საფუძველზე ხდებოდა ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
საჯარო იფორმაციის მოთხოვნით ძირითადად მოგვმართავენ საკრებულოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ თანამდებობის პირებზე გარკვეული ინფორმაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობასა და თანამდებობრივი სარგოების, საკრებულოში ფრაქციათა და მუდმივმოქმედი კომისიების რაოდენობის, გაცემული ფულადი ჯილდოების, განთავისუფლებულ ან/ და ახლად დასაქმებულ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ უთქვამს უარი არცერთი ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის, მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მიღებაზე გარდა მოქალაქე თინა სიბაშვილისა, რომელიც თხოულობდა საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა სახელობით სიას, რაზედაც ჩვენს მიერ საქართველოს ზოგადი ადნიმისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად უარი ეთქვა თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების გახმაურებაზე თვით ამ პირთა თანხმობის გარეშე. აღნიშნული უარი გასაჩივრეული იქნა მოქალაქე თინა სიბაშვილის მიერ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში რაზედაც სასამართლომ 2015 წლის 30 ოქტომბერს გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმე№3/162-15) თინა სიბაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილა.
აქვე გაცნობებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქრთველოს ბიუჯეტში შეიტანა 21(ოცდაერთი) ლარის და 25 თეთრის ოდენობის მოსაკრებელი.
დანართი
საქართველოს „ზოგადი ადმინისტაციული კოდექსის” 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ შემდეგ ანგარიშს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე 2015 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე.
ა) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა - 94
გ) საჯარო სამსახურის ბიურო - 3
ვ) გასაჩივრდა - 1
ზ) ბიუჯეტში შემოვიდა - 82.00 ლარი