სიღნაღის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების კაპიტალში ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის, ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2015 წლის 17 დეკემბერი ქ. სიღნაღი |
|
20 წლის-----------------------------------------------------------მდგომარეობით
მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება --------------------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრები: 1 2 3 4 5
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
20 წლის-----------------------------------------------------------მდგომარეობით
მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება----------------------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრები 1. 2. 3. 4.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
20 წლის ----------------------------------
მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება---------------------------------------------------------
კომისიის დასკვნა ------------------------------------------------------------ კომისიის წევრები: 1 ------------------------------------------- 2 -------------------------------------------- 3 -------------------------------------------- 4 -------------------------------------------- 5 -------------------------------------------- ვამტკიცებ: ორგანოს /დაწესებულება/ ხელმძღვანელი:
ბ.ა. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა --------------: (..........................................................) ლიკვიდაციის შედეგი ........................................................................................................... ბუღალტერი: 20 წ. ----- ------------------------------ კომისიის თავმჯდომარე: ვამტკიცებ: ორგანოს /დაწესებულება/ ხელმძღვანელი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების კაპიტალში ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის, ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი
დანართი1.
ქონება – სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის კაპიტალში ან/და ბალანსზე რიცხული ქონება.2.
ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.3.
დაწესებულება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი.4.
დაწესებულების ხელმძღვანელი – მუნიციპალიტეტის გამგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელი.5.
საინვენტარიზაციო კომისია – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია. მუხლი 3. ინვენტარიზაციის ჩატარება1.
დაწესებულებაში (რომელიც ფინანსდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან) ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად.2.
დაწესებულების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაცის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. მუხლი 4. საინვენტარიზაციო კომისია1.
საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება შესაბამის დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.2.
კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის თავმჯდომრისაგან.3.
საჭიროების შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეული იყვნენ დარგის სპეციალისტები (აუდიტორი ან შესაბამისი ექსპერტი).4.
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვავაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.5.
კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით ინვენტარიზაციის ჩატარება დაუშვებელია. თუ კომისიის წევრს საპატიო მიზეზით არ შეუძლია ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაციის ხელმძღვანელს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე შეუძლია მისი შეცვლა.6.
კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის ამ წესის თანდართულ ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (ფორმა №1 ან ფორმა №2) და ძირითადი საშუალებების ლიკვიდაციის აქტს (ფორმა№3) თითოეულ ძირითად საშუალებაზე ცალკ-ცალკე.7.
მატერიალურად პასუხისმგებელი პირი არ შეიძლება იყოს საინვენტარიზაციო კომისიის წევრი. მუხლი 5. ინვენტარიზაციის ჩატარების საერთო წესები1.
ანხორციელებს არაფინანსური და ფინანსური აქტივების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების აღწერას, ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით.2.
ორგანიზაციის საბუღალტრო და უფლებამოსილ სამსახურთან ერთად განსაზღვრავს ინვენტარიზაციის შედეგებს.3.
ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად შეიმუშავებს წინადადებებს აქტივებისა და ვალდებულებების ანალიზური აღრიცხვისა და კონტროლის გასაუმჯობესებლად.4.
ინვენტარიზაციის პერიოდში გამოვლენილი დანაკლისის/ზედმეტობის შესახებ, წერილობითი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას ხელმძღვანელობას. მუხლი 6. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა1.
კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალებების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალკ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ წესზე თანდართული ტიპიური აქტების ფორმის შესაბამისად (ფორმა №1, ფორმა №2) და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (ფორმა №3) და წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს.2.
ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.3.
დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას და ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ აქტებს.4.
აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.5.
დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.6.
დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დაგენილი ღირებულების შესაბამისად. მუხლი 7. ჩამოწერის შედაგად მიღებული ქონების განკარგვა1.
ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება ლიკვიდაციას.2.
ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.3.
ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებული ქონება.4.
ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში.5.
ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.6.
ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.7.
განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
20 წლის-----------------------------------------------------------მდგომარეობით
მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება --------------------------------------------------------------------------------------
№ ძირითადი საშუალების დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის წელი ექსპლუა ტაციაში ყოფნის ვადა ღირებუ ლება გადაფა სებამდე (ლარი) ბუღალ ტრული ცვეთა გადაფა სებამდე ფიზიკუ რი ცვეთა გადაფა სებამდენარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამ დე (ლარი) გრ.5-გრ.9) გადაფასების კოეფიციენტი საქართ ველოს პრეზიდენ ტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანებუ ლების საფუძველზე ღირებუ ლება გადაფა სების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი) საამორტი ზაციო ანარიც ხის ნორმა ძირითა დი ფონდის სრულ აღდგენა ზე ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება% ლარი% ლარი ბუღალ ტრული ცვეთის % საბოლოო ფაქტობ რივი მდგომა რეობით % საბოლოო ბუღალ ტრული მდგომა რეობით % ლარი ლარი აშშ დოლა რი1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები: 12 3 4 5 ფორმა №2 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი
|