📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ - კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/82
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016206
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2015
matsne.gov.ge 1,622 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 19.03.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 19.03.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 06.08.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 15.05.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 93% 27.08.2025

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ - კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/82 2015 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ - კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის N619 დადგენილების შესაბამისად: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ -კულტურული ცენტრის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის  2015 წლის 26 თებერვლის N05/14 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი“ დაფუძნებულია  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის N619 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის N105 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის“ უფლებამონაცვლეს. 2. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს განსაკუთრებული სტატუსის მქონე საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ობიექტს. 3. ცენტრი – როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას. 4. ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, შტამპი, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 5. ცენტრი უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები, იტვირთოს მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. 6. ცენტრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 7. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, 0164 ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №123-125. მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი ცენტრის ძირითად მიზანს წარმოადგენს: ა) საკონცერტო მოღვაწეობა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, ეროვნული და მსოფლიო პროფესიული მუსიკალური ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშების მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარიზაცია-პროპაგანდა; ბ) თანამედროვე ქართული მუსიკალური შემოქმედების სტიმულირება; გ) ნიჭიერი შემოქმედებითი კადრების მოზიდვა-დაოსტატება; დ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ დებულებით დასახული მიზნების მიღწევას. მუხლი 3🔗. ცენტრის უფლება-მოვალეობანი 1. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ცენტრი უფლებამოსილია: ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრაში (რეპერტუარის არჩევა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაცია); ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი პროდუქციის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გადასცეს მუსიკალური ნაწარმოების შესრულების უფლება სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (ნაწარმოების ავტორთან შეთანხმებით) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოს საშუალებით გადაცემის, ნაწარმოების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას; ე) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება; ვ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ცენტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს სხვადასხვა პროექტები, (მათ შორის ერთობლივი), ასევე,  შემსრულებელთა გაცვლა საზღვარგარეთის ქვეყნებთან; ზ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულებების შესაბამისად; თ) განახორციელოს ინდივიდუალური საკონცერტო და საიმპრესარიო მოღვაწეობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ორგანიზება გაუწიოს და თავად მოაწყოს მუსიკალური საქველმოქმედო და კომერციული აქციები, მათ შორის კონკურსები, ფესტივალები, ფორუმები, გასვლითი კულტურული პროგრამები, სხვა სახის ღონისძიებები; ი) მონაწილეობა მიიღოს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ მუსიკალურ და სხვა სახის აქციებში, დადოს მათთან შესაბამისი ხელშეკრულებები; კ) დაამყაროს შემოქმედებითი ურთიერთობები სხვა მუსიკალურ ორგანიზაციებთან ნაწარმოებების შესასრულებლად და/ან ჩასაწერად. საჭიროების შემთხვევაში საკონცერტო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს სოლისტი-შემსრულებლები, ორკესტრები, ანსამბლები და ა.შ.; ლ) აწარმოოს სანოტო-გამამრავლებელი, პოლიგრაფიული და სხვა საგამომცემლო საქმიანობა, ჩაწერები კომპაქტდისკებზე, აუდიო - ვიდეოკასეტებზე, ინტერნეტში, გადაიღოს ვიდეოფილმები, აწარმოოს საკუთარი შემოქმედებითი პროდუქციის რეალიზაცია და/ან გაქირავება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ; მ) ჩამოაყალიბოს მის სტრუქტურაში შემავალი შემოქმედებითი ჯგუფები (მათ შორის, კამერული და სიმფონიური ორკესტრები, გუნდები, საცეკვაო, ფოლკლორული და ინსტრუმენტული ანსამბლები), შემოქმედებითი დაოსტატების მიზნით, თავისი პროფილის შესაბამისი სასწავლო სტუდიები. 2. ცენტრს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ცენტრის საშტატო ნუსხის, საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, პრემიების, ჯილდოებისა და ფინანსური დახმარების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა/გაცემა (გარდა ლიცენზირებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა), კვების ობიექტის მოწყობა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა. 4. ცენტრს შეუძლია ჩამოაყალიბოს სხვადასხვა სახის ფონდები. 5. ცენტრი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „კულტურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის, სახელშეკრულებო) ურთიერთობანი საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული გარიგებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; დ) დაიცვას ცენტრის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები. მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. ცენტრის მართვას ახორციელებს ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 3. ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) არის ცენტრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც წარმართავს ცენტრის შემოქმედებით, ორგანიზაციულ და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად განაგებს ცენტრის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე; გ) წყვეტს ცენტრის შემოქმედებითი და ადმინისტრაციული მუშაკების მოწვევა-გათავისუფლების საკითხს; დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს. ე) უფლებამოსილია ცენტრის შემოქმედებითი და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის მიზნით გამოაცხადოს კონკურსი; ვ) ცენტრის პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, პერიოდულად ორგანიზება გაუწიოს მასტერკლასებსა და ტრენინგებს; ზ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს ახალი საკონცერტო ნაწარმოებების შექმნასა და ძველი ნაწარმოებების აღდგენით-მოსამზადებელ სამუშაოებს; თ) უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ახალი ნაწარმოებების შექმნის თაობაზე; ი) პასუხისმგებელია მუსიკალური წარმოდგენის მიმდინარეობაზე და უზრუნველყოფს მის ტექნიკურ მხარეს; კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია დანიშნოს ხელფასების დანამატები და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება; ლ) ცენტრის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აცხადებს და ახორციელებს თანამშრომელთა კონკურსსა და ატესტაციას; მ) უფლებამოსილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარუდგინოს ცენტრის მართვის სტრუქტურული გეგმა, ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, ცენტრის ბიუჯეტი; ნ) უფლებამოსილია მოიზიდოს დამატებითი ფინანსური და მატერიალური რესურსები; ო) ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებას წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; პ) უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს ცენტრის სტრუქტურაში შემავალი მუსიკალური კოლექტივების ხელმძღვანელები (ორკესტრის მთავარი დირიჟორი, გუნდის მთავარი ქორმაისტერი, მთავარი რეჟისორი, მთავარი ქორეოგრაფი და სხვა); 4. იმ შემთხვევაში, თუ სამხატვრო ხელმძღვანელი არის პროფესიით დირიჟორი, იგი იმავდროულად შეიძლება იყოს ცენტრის სტრუქტურაში შემავალი თბილისის სიმფონიური ორკესტრის (შემდგომში – ორკესტრი) მთავარი დირიჟორი. მუხლი 5🔗. ორკესტრის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები 1. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი არ არის პროფესიით დირიჟორი, მაშინ ის უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს ორკესტრის მთავარი დირიჟორი. 2. ორკესტრის მთავარი დირიჟორი ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით: ა) განსაზღვრავს ორკესტრის მიმდინარე და პერსპექტიულ რეპერტუარს, სამუშაო გეგმას – საკონცერტო გამოსვლების, ჩაწერებისა და სხვა სახის შემოქმედებითი საქმიანობის განრიგს; ბ) უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას ორკესტრის მსახიობთა ვაკანსიებზე; გ) ამყარებს შემოქმედებით ურთიერთობებს საკონცერტო ორგანიზაციებთან, სოლისტ-შემსრულებლებთან, კომპოზიტორებთან. მუხლი 6🔗. ცენტრის ქონება 1. ცენტრს, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად; 2. ცენტრის სარგებლობაში არსებული ქონება შედგება მის ბალანსზე არსებული შენობის, მიმდებარე ტერიტორიის – ჯანსუღ კახიძის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის, მუსიკალური საკრავების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა ქონებისაგან; 3. ცენტრის ქონებად ითვლება, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი. მუხლი 7🔗. ცენტრის დაფინანსების წყაროები 1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები; ე) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები; ვ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნების შედეგად; ზ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ცენტრის მიერ მესამე პირებისათვის გაწეული კულტურული მომსახურების შედეგად; თ) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია. 3. ცენტრს უფლება აქვს შექმნას ფონდები: ა) მატერიალური წახალისების ფონდი; ბ) შემოქმედებითი-საწარმოო განვითარების ფონდი. მუხლი 8🔗. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. მუხლი 9🔗. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება 1. ცენტრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 11🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ცენტრის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.