საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის რეორგანიზაციისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 18.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №634
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019021
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.12.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 01.12.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული საშენი მეურნეობის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად
კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენერგო ინვესტისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის რეორგანიზაციისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №634
2015 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის რეორგანიზაციისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობა და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული საშენი მეურნეობა (შემდგომში − ეროვნული საშენი მეურნეობა).
2. ეროვნული საშენი მეურნეობა ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის უფლებამონაცვლედ მოთხოვნებისა და ვალდებულების ნაწილში.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის რეორგანიზაციის პროცესში აღრიცხული ქონება ეროვნულ საშენ მეურნეობას გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. სამინისტრომ უზრუნველყოს ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ეროვნული საშენი მეურნეობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
6. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობას ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 დეკემბრის №645 დადგენილება.
მუხლი 3🔗
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს 2016 წლის 4 იანვრიდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი