„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №113 |
|
2015 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.027.016240, 31.01.2012) დამტკიცებული წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 75. გარდაცვალების რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე 2018 წლის 30 დეკემბრამდე იმ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების რეგისტრაცია, რომელსაც მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და მისი მონაცემები ფიქსირდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ამ წესის VIII თავით დადგენილი ზოგადი წესის გარდა, აგრეთვე, შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ, ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად შედგენილი ოქმის საფუძველზე.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|