„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/81 |
|
2015 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/91 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და წესდების 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე და დამატებით, რომელიმე საინფორმაციო წყაროს საშუალებით ინტერნეტში ან პრესაში, საბუთების მიღებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 10 დღე, რის შემდეგაც ხდება შერჩევა და შედეგების გამოცხადება. 3. კონკურსის პირობებს ადგენს აკადემიური საბჭო. 4. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს ამ წესდებით განსაზღვრულ პირობებს. პირი პროფესორის თანამდებობაზე აირჩევა უვადოდ და 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წესით ატესტაციის გავლას. 5. სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება. აღნიშნული პირის პროფესორის თანამდებობაზე ზედიზედ მესამე ვადით არჩევის შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იგი ამ თანამდებობას 70 წლის ასაკის მიღწევამდე დაიკავებს. 6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება. 7. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი. 8. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მაგისტრანტი 2 ან 3 წლის ვადით. 9. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) აკადემიური თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც არა აქვს მოპოვებული დოქტორის/მაგისტრის აკადემიური ხარისხი, მაგრამ მისი კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და შემოქმედებითი საქმიანობით. ასეთ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია უნდა შემოწმდეს აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი მოთხოვნებით. 10. აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება განსაზღვრული ვადით არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ფაკულტეტის საბჭოს რეკომენდაციისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ფაკულტეტის მიერ რეკომენდაცია გაიცემა და აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს წევრთა სიითი შეადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|