„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
020080160.22.034.016505
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №52

2016 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ნარჩენების კოდექსის 47-ე მუხლის მე-15 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 20.08.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი – 020080160.22.034.016347)   დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები არიან:

ა) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

ბ) გენერალური ინსპექციის  (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;

გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები;

დ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები;

ე) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

ვ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეები;

ზ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები.“.

 2. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმის ფორმების დამზადებასა და განაწილებას:

ა) №20 დანართი – „გა“ ან „გბ“;

ბ) №21 დანართი – „გგ“ ან „გდ.                               

3.  წესს დაემატოს   შემდეგი შინაარსის 131, 132, 133 და 134 მუხლები:

„მუხლი 131

1. საჯარიმო ქვითარი (დანართი №20) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ  ჯარიმას, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.

2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;

ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.

3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდის და მიმღები მოლარის მონაცემებისა.

4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი;  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი,  საიდენტიფიკაციო კოდი და  იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარი; ოქმზე თანდართული დოკუმენტები, მათ შორის, სამართალდამრღვევის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.

6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს იმ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმის გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე – გადაეცემა დამრღვევს.

8. №20 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისა და ადგილზე შეფარდების უფლებამოსილება აქვთ „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 35-ე მუხლით განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირებს.

მუხლი 132

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №21) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ საქმის ადგილზე განხილვა არ ხდება, საქმე საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №21) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი,  საიდენტიფიკაციო კოდი და  იურიდიული მისამართი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

3. №21 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება გააჩნიათ სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის  სახელმწიფო ინსპექტორებს, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანის უფლებამოსილება – „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371  დადგენილებით დამტკიცებული დებულების 35-ე მუხლით განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირებს.

მუხლი 133

1. დადგენილება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (დანართი №22) გამოიცემა „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371  დადგენილებით დამტკიცებული დებულების 35-ე მუხლის შესაბამისად, როდესაც დარღვევის საქმე ადგილზე არ განიხილება და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო.

2. დადგენილებაში (დანართი №22) აღინიშნება: მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს სახელწოდება; საქმის განმხილველი სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის  სახელი, გვარი და თანამდებობა; დამრღვევი პირის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი,  საიდენტიფიკაციო კოდი და  იურიდიული მისამართი; დარღვევის ჩადენის თარიღი და კანონის მუხლი, ნაწილი/პუნქტი, ქვეპუნქტი; დარღვევის არსი; დადგენილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი; პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა; დადგენილების გასაჩივრების უფლება;  თანამდებობის პირის ხელმოწერა და მითითება დადგენილების ჩაბარების თაობაზე.

3. დადგენილების (დანართი №22)  მე-5 გრაფაში მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  177-ე  მუხლის კონკრეტული ნაწილი, რომლით გათვალისწინებული ქმედებაც იქნა ჩადენილი ან რომლის მოთხოვნაც დაირღვა.

4. დადგენილების (დანართი №22) გასაჩივრებისა და დამრღვევი პირის კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებების  შესახებ მიეთითება დადგენილების მე-2 გვერდზე.

მუხლი 134

1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და დადგენილება (№20, №21 და №22 დანართები) ტარდება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №23).

2.  სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალში აღინიშნება: რეგისტრაციის თარიღი და ოქმის ნომერი; ვის მიერ და როდის იქნა შედგენილი; დამრღვევის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილი; ვის მიერ და როდის იქნა განხილული ადმინისტრაციული საქმე, განხილვის შედეგები; დადგენილების ნომერი და თარიღი; დადგენილების ჩაბარების (გადაგზავნის) თარიღი; ოქმის/დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის თარიღი; ოქმის/დადგენილების აღსრულების თარიღი; შენიშვნა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი