„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
020080160.22.034.017566
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №37

2025 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით  (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 020080160.22.034.016347) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ბრძანებით დამტკიცებული ოქმების (გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრებისა და დადგენილებისა) ციფრობრივი ნუმერაცია განისაზღვრება ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ბრძანებით დამტკიცებული დანართების (გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და დადგენილებისა) დაბეჭდილ ვერსიებში აუცილებელია მითითებულ იქნეს შესაბამისი დანართის ნუმერაცია.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ ბრძანებით განსაზღვრულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებსა და დადგენილებებს გააჩნია ანბანური სერია და ციფრობრივი ნუმერაცია, რომელიც ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება მათ.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 18 1 მუხლი:

„მუხლი 181

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე არ განიხილავს და მას იხილავს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი ან ტერიტორიული ორგანო, ასეთ შემთხვევაში ივსება ამ ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი/დადგენილება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული საჯარიმო ქვითარი/დადგენილება მისი გამოტანის შემდეგ, იგზავნება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მათი ადრესატისთვის ჩაბარების, გამოქვეყნებისა და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ადგილზე გამოტანილი, საჯარიმო ქვითარი/დადგენილება 24 საათში რეგისტრირდება და აღირიცხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემაში. აღნიშნული საჯარიმო ქვითრის/დადგენილების ასლის ადრესატისთვის ჩაბარებას, გამოქვეყნებასა და აღსრულების ღონისძიებებს უზრუნველყოფს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქმის ადგილზე განხილვა არ ხდება, და საქმეს იხილავს სასამართლო, შევსებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საქმისმწარმოებელი დანაყოფის მიერ რეგისტრირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემაში. სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შედეგად მიღებული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი საქმისმწარმოებელი დანაყოფის მიერ აისახება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემაში.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ან ტერიტორიული ორგანო გასაჩივრების შესახებ ინფორმაციას უგზავნის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

6. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მათი ჩაბარების, გამოქვეყნებისა და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე-24-ე მუხლები:

„მუხლი 22

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №31) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.

2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.

3. ამ მუხლით დამტკიცებულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი.

4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები სამართალდამრღვევის პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი,  საიდენტიფიკაციო კოდი და  იურიდიული მისამართი ); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); სახაზინო კოდი; ჯარიმის გადახდისა, და საურავის დაკისრების წესი; სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;  ორგანზომილებიანი შტრიხკოდი (QR კოდი); ელექტრონული შტამპი; შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტები.

მუხლი 23

1. ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №32) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის საქმე ადგილზე არ განიხილება და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო.

2. ელექტრონული დადგენილება ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული დადგენილების ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ დადგენილებასა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ დადგენილებას.

3. ამ მუხლით დამტკიცებულ ელექტრონულ დადგენილებას ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი.

4. ელექტრონულ დადგენილებაში აღინიშნება: ელექტრონული დადგენილების გამომტანი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; მონაცემები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი,  საიდენტიფიკაციო კოდი და  იურიდიული მისამართი; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა;  ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება; სახაზინო კოდი; გადახდისა და საურავის დაკისრების წესი (ჯარიმის შეფარდების შემთხვევაში),  დადგენილების გასაჩივრების წესი, დადგენილების გამომტანი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ორგანზომილებიანი შტრიხკოდი (QR კოდი); ელექტრონული შტამპი.

მუხლი 24

1. ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №33) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.

2. ელექტრონული დადგენილება ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული დადგენილების ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ დადგენილებასა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ დადგენილებას.

3. ამ მუხლით დამტკიცებულ ელექტრონულ დადგენილებას ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი.

4. ელექტრონულ დადგენილებაში აღინიშნება: ელექტრონული დადგენილების გამომტანი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; მონაცემები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა;  ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება; სახაზინო კოდი;  გადახდისა და საურავის დაკისრების წესი (ჯარიმის შეფარდების შემთხვევაში),  დადგენილების გასაჩივრების წესი; დადგენილების გამომტანი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ორგანზომილებიანი შტრიხკოდი (QR კოდი), ელექტრონული შტამპი.“.

4. დამტკიცდეს №31, №32 და №33 დანართები თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №31

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი

ქვითრის შედგენის თარიღი და ადგილი

ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი

სამართალდამრღვევის მონაცემები

სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას

ჯარიმა:

სახაზინო კოდი:

დაზარალებულები და მოწმეები (არსებობის შემთხვევაში)

ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

ორგანზომილებიანი შტრიხკოდი (QR) კოდი

შენიშვნა:

ოქმის შედგენისას პირს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება) მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში.

 საქართველოს ასკ-ის 290-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, დამრღვევმა ჯარიმა ნებაყოფლობით უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან (გაცნობიდან) 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

დანართი №32

ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

 

დადგენილების გამომტანი პირი

დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი

  

მონაცემები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე

 

სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი

საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა

ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას

საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება

  

სახაზინო კოდი (ჯარიმის შეფარდების შემთხვევაში)

დადგენილების გამომტანი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა 

ორგანზომილებიანი შტრიხკოდი (QR) კოდი

საქართველოს ასკ-ის 290-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, დამრღვევმა ჯარიმა ნებაყოფლობით უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან (გაცნობიდან) 30 დღის განმავლობაში (ჯარიმის შეფარდების შემთხვევაში).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ჯარიმის ან/და სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

დანართი №33

ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

 

დადგენილების გამომტანი პირი

დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი

  

მონაცემები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე;

 

სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა;

ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას

საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება:

  

სახაზინო კოდი (ჯარიმის შეფარდების შემთხვევაში)

ჩამორთმეული დოკუმენტები/საგნები

დადგენილების გამომტანი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა 

ორგანზომილებიანი შტრიხკოდი (QR) კოდი

საქართველოს ასკ-ის 290-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, დამრღვევმა ჯარიმა ნებაყოფლობით უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან (გაცნობიდან) 30 დღის განმავლობაში (ჯარიმის შეფარდების შემთხვევაში).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ჯარიმის ან/და სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.