ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზები
· დაწესებულების ხარჯთაღრიცხვის ნუსხა;
· დაწესებულების მოსამსახურეთა ბაზა;
· შემოსული/გასული წერილები;
· ინფორმაცია რესურსცენტრისა და სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;
· საჯარო და კერძო სკოლების შესახებ არსებული საჯარო ინფორმაციათა ბაზები;
· სკოლების საშტატო განრიგები და სატარიფიკაციო სიები;
· სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზა;
· სკოლის დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბაზა;
· ინფორმაცია ექსტერნატის ფორმით გამოცდაზე დარეგისტრირებული პირების შესახებ;
· ინფორმაცია სკოლების მიერ იჯარით გაცემული ფართების შესახებ;
· მონაცემები ეროვნული ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილე სკოლებისა და მეორე ტურში გადასული მოსწავლეების შესახებ;
· მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ვაუჩერების და სერტიფიკატების გაცემის რეესტრი;
· ინფორმაცია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული პედაგოგების შესახებ;
· ინფორმაცია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული სკოლების/მოსწავლეების შესახებ.
· მასწავლებლობის მსურველების მონაცემთა ბაზა.
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ
რესურსცენტრი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს რესურსცენტრის მოსამსახურეთა და რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.
2015 წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:
· მონაცემები სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მსურველების შესახებ მათი რეგისტრაციის მიზნით;
· პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული სერტიფიცირებული პედაგოგების შესახებ მონაცემები მათთვის კრედიტქულების მინიჭების მიზნით;
· მონაცემები ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების მიზნით;
· მონაცემები პრეზიდენტის პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციართა შესახებ;
· მონაცემები დაწყებითი კლასის მოსწავლეთა შესახებ მათთვის ბუკების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით;
· მონაცემები ექსტერნების შესახებ ექსტერნატის ფორმით გამოცდებზე მათი რეგისტრაციის მიზნით;
· მონაცემები მე-12 კლასელების შესახებ CAT-ის გამოცდების ჩატარების უზრუნველსაყოფად;
· მონაცემები სკოლების სამეურვეო საბჭოების შესახებ მათი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა წევრით ჩანაცვლების, ასევე სამეურვეო საბჭოს არჩევნების/რიგგარეშე არჩევნების შედეგების რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით;
· მონაცემები სპეციალური საჭიროების მქონე მე-12 კლასის მოსწავლეების შესახებ, საატესტატო გამოცდაზე მათთვის სპეციალური პირობების შექმნის მიზნით;
· მონაცემები სკოლების მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ ბაზაში დასარეგისტრირებელი ან დარეგისტრირებული მოსწავლეების შესახებ, შესაბამისად, მათი დარეგისტრირების ან რეგისტრაციიდან მოხნის უზრუნველსაყოფად;
· მონაცემები მოქალაქეების შესახებ, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგად/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი სწავლის, შესაბამისი ზოგადი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების ან/და მათზე ატესტატის/დიპლომის/სერთიფიკატის გაცემის დადასტურების მიზნით;
· მონაცემები მოქალაქეების შესახებ, პროფესიულ პროგრამებზე მათი რეგისტრაციის მიზნით;
· მონაცემები მოსწავლეების შესახებ, რომელთაც დაძლიეს საბაზო და საშუალო საფეხური, მათთვის შესაბამისი ატესტატის გადაცემის უზრუნველსაყოფად.
პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.
მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ
2015 წლის განმავლობაში დაწესებულებაში შემოვიდა:
1. 5 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ხუთივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
2. მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე არ შემოსულა.
3. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილება არ მიღებულა;
4. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაწესებულების გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;
5. საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
6. დაწესებულებას არ გაუწევია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.
ეკატერინე ხუციშვილი,
საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოს-ძველი თბილისის რაიონის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი