სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2645
2015 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 159-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, სტალინის ქუჩაზე მდებარე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს აღდგენა-რესტავრაციასთან დაკავშირებით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2015 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.
2. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2016 წელს შესასრულებელი ღონისძიებების დაფინანსება განახორციელოს მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 11.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2645. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020512.
- სად არის „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №2645, 11.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020512 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3119592/