ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2647
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020498
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2647

2015 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ინფორმაცია, კერძოდ:

ა) 2015 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ რუსთავში მოსული ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯების გარდა, საჭიროა დამატებით 1 267 000 (ერთი მილიონ ორას სამოცდაშვიდი ათასი) ლარის ღირებულების სამუშაოების განხორციელება;

ბ) 2014 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1989 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან დარჩენილია ეკონომია 330 824.84 (სამას ოცდაათი ათას რვაას ოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარი და „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ 2015 წლის 5 თებერვლის №143 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან დარჩენილია ეკონომია 180 255 (ას ოთხმოცი ათას ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარი.

2. უფლება მიეცეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიები, ჯამში − 511 079.84 (ხუთას თერთმეტი ათას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარი, გამოიყენოს 2015 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ რუსთავში მოსული ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის.

3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს წარადგინოს წინადადებები ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.   

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2015.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“?
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ მიღებულია 11.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2647. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020498.
სად არის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, №2647, 11.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020498 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3119627/