საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2649
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020496
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2649

2015 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შეს­ყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­­ნის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბა­მისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და ფაგური პრეპარატების „კარგი წარმოების პრაქტიკა“ (GMP) ტექნიკური პირობების შექმნისათვის, შესაბამის ფართობზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის დიზაინის/პროექტის, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადებისა და თანმდევი კონსულტაციების გაწევის მიზნით, საინჟინრო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამის − „ბიოუსაფრთხოების დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“ საერთაშორისო საგრანტო პროექტის NIFS/2011/273-572 „გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში გარკვეული ლაბორატორიული ფართობების რემონტისა და აპარატურის შესყიდვის“ ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური სახსრებით.

 

პრემიერ-მინისტრი        ირაკლი ღარიბაშვილი