საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Norrdisk A/S Denmark“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

მიღების თარიღი 11.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2671
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020493
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2015
matsne.gov.ge 216 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Norrdisk A/S Denmark“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 12.01.2017 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Norrdisk A/S Denmark“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 01.02.2016 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Norrdisk A/S Denmark“-ს შორის გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 80% 26.12.2016 „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმება (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 74% 22.12.2015 „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმება (დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 74% 22.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Norrdisk A/S Denmark“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №2671 2015 წლის 11 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Norrdisk A/S Denmark“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე 1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Norrdisk A/S Denmark“-ს შორის „დიაბეტის მართვის“ (პროგრამული კოდი: 35 03 03 02) პროგრამის „შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტით გათვალისწინებული საშუალო/ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის (ინსულატარდი® ფლაკონი 100 ს.ე. 10 მლ – 20 000 ფლაკონი) და სწრაფი/ხანმოკლე მოქმედების ინსულინის (აქტრაპიდი® ფლაკონი 100 ს.ე. 10 მლ – 20 000 ფლაკონი) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტი. 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ფარგლებში, გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებაში ისეთი სახის ცვლილებების/დაზუსტებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის პირობების ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს საკითხებს, არ საჭიროებს დამატებით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას. პრემიერ-მინისტრი                                             ი. ღარიბაშვილი