სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2696
2015 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე
1. დაევალოს სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს 60 000 (სამოცი ათასი) ლარის გამოყოფა სს „ქართული ფილმისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 202054196) გადასაცემად, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დამზადების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ეთხოვოს სს „ქართულ ფილმს“, 2015 წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის მიზნობრიობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე“?
- „სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე“ მიღებულია 14.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2696. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020511.
- სად არის „სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე“, №2696, 14.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020511 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3122164/