შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2015
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016220
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი | ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №69
2015 წლის 24 დეკემბერი
დაბა ადიგენი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი
დანართი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში - საბჭო) წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ადიგენის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში - შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
მუხლი 2🔗.
საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗.
საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭო შედგება 7 (შვიდი) წევრისაგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარისა და მოადგილის გარდა, შედიან:
ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;
ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის,
არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი;
გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების 2 (ორი) წარმომადგენელი,
რომლებსაც ამტკიცებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
6.საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელი.
7. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი.
8. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.
9.საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე (ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი), ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარდგინებით.
10. საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის
სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე.
11. საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია პირადი განცხადება ან/და ამ დებულების მე- 9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
მუხლი 4🔗.
საბჭოს ამოცანები
1.საბჭოს ამოცანებია:
ა)ადიგენის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია;
გ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი
წინადადებები, გეგმები და ა.შ;
დ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით;
ე) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად;
ვ)ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას;
ზ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა (მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების) მონაწილეობას იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე.
მუხლი 5🔗.
საბჭოს უფლებამოსილება
1. საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთნება:
ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;
ბ)ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და
არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით;
გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით;
დ) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;
ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის, სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;
ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და
განვითარების ხელშეწყობა;
ზ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისათვის ხელშეწყობა;
თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა;
ი) შშმ პირებთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;
კ) შშმ პირებთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსულტირება;
ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხების, რეკომენდაციების შემუშავება და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის წარდგენა;
მ) შშმ პირებთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიციირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია;
ო) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;
პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.
მუხლი 6🔗.
საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
1.საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს;
ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას;
გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს;
დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას;
ე)უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება.
მუხლი 7🔗.
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
1. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;
2. კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
3. ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 8🔗.
საბჭოს მდივანი
1. პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე.
2. საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას.
3. საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას.
4. აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას.
5. ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 9🔗.
საბჭოს წევრის უფლებამოსილება
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ
განხილვასა და კენჭისყრაში;
ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან;
გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი;
დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე.
2. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით;
ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ.
3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ
ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია, თუ:
ა) იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა.
გ) გარდაიცვალა.
მუხლი 10🔗.
საბჭოს სხდომები
1. საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.
2.საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
4.საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.
5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებული იქნას გადაწყვეტილების მიღებისას.
6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო გადაწყვეტილება უნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 11🔗.
საბჭოს მიერ გაწეული ანგარიშის წარდგენა
1.საბჭო თავის სხდომაზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს ადიგენის
მუნიციპალიტეტის გამგებელს წელიწადში ორჯერ.
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში
საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
მუხლი 12🔗.
საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.