„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.026.016347
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №01

2016 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებით (ვებგვერდი, 010320040, 13/02/2014) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და:

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი

1. ოფისის  უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო სამართალი, სახელმწიფო მართვა);

ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.გ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.დ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ.ვ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ”;;

გ.ზ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.თ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

გ.კ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

გ.ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება;

დ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა);

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

2. ოფისის  უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალმცოდნეობა, სახელმწიფო მართვა);

ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.გ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.დ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ.ვ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ”;;

გ.ზ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.თ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

გ.კ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

გ.ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება;

დ) ინგლისური ენის ცოდნა;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

3. ოფისის  მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, სახელმწიფო მართვა);

ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის 1 წლის გამოცდილება;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

გ.ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ.დ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

გ.ე) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.ვ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

გ.თ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

გ.ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება;

დ) ინგლისური ენის ცოდნა;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი ნატოსა და ევროკავშირში:

ა) უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო სამართალი, სახელმწიფო მართვა, ჰუმანიტარული მეცნიერებები);

ბ) თავდაცვის ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

გ) სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;

ე) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.ე) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.ვ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ”;;

ე.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ე.თ) ნატოს წესდება;

ე.ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

ე.კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება;

ვ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

5. ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო სამართალი, სახელმწიფო მართვა, ჰუმანიტარული მეცნიერებები);

ბ) თავდაცვის ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სამუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;

დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ე) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ვ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ”;;

დ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

დ.თ) ნატოს წესდება;

დ.ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

დ.კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება;

ე) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

6. ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლის მრჩეველი:

ა) უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო სამართალი, სახელმწიფო მართვა, ჰუმანიტარული მეცნიერებები);

ბ) თავდაცვის ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;

დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

დ.ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ე) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

დ.ვ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ”;

დ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

დ.თ) ნატოს წესდება;

დ.ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

დ.კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება;

ე) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

7. ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლის და ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს თავდაცვის ატაშეს მრჩეველი:

ა) უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ჰუმანიტარული მეცნიერებები, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, სახელმწიფო მართვა);

ბ) სპეციალობით/კვალიფიკაციით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

გ.ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

გ.დ) ვენის 1961 წლის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ;

გ.ე) „დიპლომატიური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ვ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის № 297 დადგენილება;

გ.თ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

გ.ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება;

დ) ინგლისური ენის ცოდნა;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

8. უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ატაშეს თანაშემწე:

ა) უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო სამართალი, სახელმწიფო მართვა, ჰუმანიტარული მეცნიერებები);

ბ) თავდაცვის ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;

დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

დ.ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ე) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

დ.ვ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ”;

დ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

დ.თ) ნატოს წესდება;

დ.ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

დ.კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება;

ე) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

9. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი (საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში, ქ. ნიუ იორკი, აშშ):

ა) უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო სამართალი, სახელმწიფო მართვა, ჰუმანიტარული მეცნიერებები);

ბ) თავდაცვის, უსაფრთხოების ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

გ) სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;

ე) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.ე) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.ვ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ”;;

ე.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ე.თ) გაერო-ს წესდება;

ე.ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

ე.კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №26 ბრძანება;

ვ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;”.

2. დაემატოს 161  მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 161  დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება და მართვა, სამედიცინო განათლება);

ბ) სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 5 წელი, მათ შორის 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე;

გ) სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება;

დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

დ.ბ)  „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ.დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.ე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ვ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

დ.თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

დ.ი) „დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 24   სექტემბრის №29  ბრძანება;

ე) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

ზ) უნარ-ჩვევები (ხედვა;  ინოვაცია; პრობლემების გადაჭრა და სიღრმისეული ანალიზი; გადაწყვეტილების მიღება; ცვლილებებისადმი ადაპტაცია;მართვის უნარი;შეხვედრების წარმართვა; დაგეგმვა და ორგანიზება; გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;).

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება და მართვა, სამედიცინო განათლება);

ბ) სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 4 წელი, მათ შორის 1 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე;

გ) სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება;

დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

დ.ბ)  „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ.დ)„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.ე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ვ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

დ.თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

დ.ი) დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 24   სექტემბრის №29  ბრძანება;

ე) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

ზ) უნარ-ჩვევები (ხედვა;  ინოვაცია; პრობლემების გადაჭრა და სიღრმისეული ანალიზი; პროდუქტიულობა (შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება); გადაწყვეტილების მიღება; ცვლილებებისადმი ადაპტაცია; მართვის უნარი; შეხვედრების წარმართვა; დაგეგმვა და ორგანიზება; გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;).

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება (იურიდიული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება და მართვა),

ბ) სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 4 წელი, მათ შორის 1 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე;

გ) სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება;

დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

დ.ბ)  „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ.დ)„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.ე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ვ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

დ.თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

დ.ი) დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 24   სექტემბრის №29  ბრძანება;

ე) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (სასურველია ინგლისური, გერმანული ან რუსული);

ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

ზ) უნარ-ჩვევები: (ხედვა;  ინოვაცია; პრობლემების გადაჭრა და სიღრმისეული ანალიზი; პროდუქტიულობა (შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება); გადაწყვეტილების მიღება; ცვლილებებისადმი ადაპტაცია; მართვის უნარი; შეხვედრების წარმართვა; დაგეგმვა და ორგანიზება; გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა).

4.  პოლიტიკისა და სტანდარტების შემუშავების სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება და მართვა),

ბ) სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 3 წელი;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება;

ე) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ე.ბ)  „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე.დ)„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე.ე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.ვ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ე.თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

ე.ი) დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 24   სექტემბრის №29  ბრძანება;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა;

ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

თ) უნარ-ჩვევები: (ხედვა;  ინოვაცია; პრობლემების გადაჭრა და სიღრმისეული ანალიზი; გადაწყვეტილების მიღება; პროდუქტიულობა (შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება); ცვლილებებისადმი ადაპტაცია; მართვის უნარი; შეხვედრების წარმართვა; დაგეგმვა და ორგანიზება; გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა).

5. პოლიტიკისა და სტანდარტების შემუშავების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება და მართვა);

ბ) სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 1 წელი;

გ)  შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

დ) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

დ.ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ.ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

დ.ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

დ.ვ) დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 24   სექტემბრის №29  ბრძანება;

ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

ზ) უნარ-ჩვევები (პროდუქტიულობა (შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება); გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა; სწრაფვა მუდმივი თვითგანვითარებისკენ; წერითი და ვერბალური კომუნიკაცია).

6. ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება და მართვა),

ბ)  სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 2 წელი;

გ)  სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება;

დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა(ზოგადი ცოდნა):

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

დ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ.დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.ე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ვ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

დ.თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

დ.ი) დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 24   სექტემბრის №29  ბრძანება;

ე) ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

ზ) უნარ-ჩვევები (ხედვა;  ინოვაცია; პრობლემების გადაჭრა და სიღრმისეული ანალიზი; გადაწყვეტილების მიღება; პროდუქტიულობა (შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება); ცვლილებებისადმი ადაპტაცია; მართვის უნარი; შეხვედრების წარმართვა; დაგეგმვა და ორგანიზება; გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა).

7.  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება და მართვა);

ბ) სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 6 თვე;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

გ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ.გ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.დ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

გ.ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

გ.ზ) დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 24   სექტემბრის №29  ბრძანება;

გ.თ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

გ.ი) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამის ცოდნა.

დ) უნარ-ჩვევები: (პროდუქტიულობა (შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება); გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა; სწრაფვა მუდმივი თვითგანვითარებისკენ; წერითი და ვერბალური კომუნიკაცია).                         

8. დეპარტამენტის  სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის მართვა);

ბ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ბ.გ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ბ.დ) დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 24   სექტემბრის №29  ბრძანება;

გ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

დ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამის ცოდნა;

ე) უნარ-ჩვევები (პროდუქტიულობა (შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება); გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა; სწრაფვა მუდმივი თვითგანვითარებისკენ; წერითი და ვერბალური კომუნიკაცია).”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.01.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.01.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.026.016347.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.01.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №01, 21.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016347 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3122984/