„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/209-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/82
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  №1/82

2015 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/209-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

1. „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/209-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება:

 

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საგამოცდო კომისიის წევრებთან ერთად ამოწმებს ტესტური და წერითი გამოცდების საკითხების შინაარსობრივ-ლოგიკურ და რედაქციულ გამართულობას;“;

 

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საგამოცდო კომისიის წევრის საქმიანობა კომისიის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ანაზღაურებადია. საგამოცდო კომისიის წევრთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი. შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება საგამოცდო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება. საგამოცდო კომისიის წევრის საქმიანობა ითვლება სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობად.“.

 

2. ეს გადაწყვეტილება, გარდა პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

3. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

 

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი                                          ლევან მურუსიძე