სსიპ მაწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წლის ანგარიში
2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომში - ცენტრი) შემოსულია საჯარო ინფორმაციის 34 მოთხოვნა, რომელთაგან სრულად დაკმაყოფილდა 32, ერთ მათგანზე მიმდინარეობს საქმისწარმოება, ხოლო ერთ შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია ცენტრში არ იყო დაცული, რის თაობაზეც ეცნობა საჯარო ინფორმაციის მომთხოვნს. ცენტრის დირექტორის 2015 წლის 26 თებერვლის №05-30 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი თამარ ბაზღაძე.
2014 წლის განმავლობაში ცენტრში არ შემოსულა ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ან მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე. ცენტრის პასუხისმგებელ პირს არ დაკისრებია ადმინისტრაციული სახდელი.ცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში ხარჯები არ გაწეულა.
ცენტრში პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი
|
|
|
|
|
|
|
|
| სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკა | ||||||
| № | მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი | მომწოდებელი | ცენტრში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი | ინფორმაციის გაცემის თარიღი და ნომერი | შედეგი | კომენტარი |
| I კვარტალი | ||||||
| 1 | ინფორმაცია მრავალფეროვნების მართვისა და ინტერკულტურული განათლების მოთხოვნის საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტში ასახვის თაობაზე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 23/02/2015 - 139172 | 13/03/2015 - 190649 | დაკმაყოფილდა | ინფორმაციის გაცემის ვადა დარღვეულია ტექნიკური ხარვეზის გამო. აღნიშნულის თაობაზე სატელეფონო საუბრის მეშვეობით ეცნობა განმცხადებელს |
| 2 | საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 მარტის №15/03/02 განკარგულებით დამტკიცებული ადამიანით ვაჭრობის (ტერფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 24/02/2015 - 141641 | 27/02/2015 - 153452 | სამინისტროს ეცნობა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ცენტრში დაცული არ არის | |
| 3 | ნარკომანიის წინააღმდეგ 2013-2015 წლებში სამინისტროს მიერ, უკვე გატარებული და დასრულებული ღონისძიებებისა და მათი შედეგების შესახებ | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 05/03/2015 - 163743 | 06/03/2015 - 169383 | დაკმაყოფილდა | |
| 4 | ინფორმაცია პედაგოგთა გადამზადების შესახებ | განმცხადებელი | 04/03/2015 - 162731 | 18/03/2015 - 201989 | დაკმაყოფილდა | |
| 5 | ინფორმაცია არასრულწლოვანთა მიერ განათლების მიღების შეწყვეტისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მიერ ქართულის, როგორც მეორე ენის, შესწავლის შესახებ | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 12/03/2015 - 185580 | 16/03/2015 - 194722; 17/03/2015 - 198024 | დაკმაყოფილდა | ინფორმაცია გაიგზავნა ორ ნაწილად |
| 6 | ინფორმაცია გაცემული პრემიების, დანამატების, სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეული ხარჯის შესახებ | განმცხადებელი | 11/03/2015 - 194053 | 25/03/2015 - 226633 | დაკმაყოფილდა | ინფორმაცია მიღებული და გაგზავნილი იქნა ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად |
| 7 | ცენტრის დირექტორის ბრძანებების ასლების მოთხოვნის შესახებ | განმცხადებელი | 16/03/2015 - 193972 | 18/03/2015 - 201607 | დაკმაყოფილდა | |
| 8 | პედაგოგთა გადამზადების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინკლუზიური განათლების სტანდარტების ასამაღლებლად | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 18/03/2015 - 200965 | 20/03/2015 - 207321 | დაკმაყოფილდა | |
| 9 | რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების/პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 20/03/2015 - 209888 | 25/03/2015 - 226602; 27/03/2015 - 235274 | დაკმაყოფილდა | ინფორმაცია, დაზუსტების მიზნით, გაიგზავნა ორ ნაწილად |
| II კვარტალი | ||||||
| 10 | პროგრამის “ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა” ფარგლებში დახარჯული თანხისა და მასწავლებელთა ანაზღაურების შესახებ | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 23/04/2015 - 315714 | 27/04/2015 - 325426 | დაკმაყოფილდა | |
| 11 | აუდიტის დასკვნის ასლის მოთხოვნის შესახებ | განმცხადებელი | 30/04/2015 - 339295 | 08/05/2015 - 376350 | დაკმაყოფილდა | |
| 12 | საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივლისის №445 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014–2015 წლებისთვის)” მე-14 თავის ფარგლებში, სამინისტროს მიერ 2014 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ | განმცხადებელი | 06/05/2015 - 366288 | 08/05/2015 - 376054 | დაკმაყოფილდა | |
| 13 | სარეკლამო რგოლების განთავსების შესახებ | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 15/05/2015 - 399051 | 18/05/2015 - 403948 | დაკმაყოფილდა | |
| 14 | თანამშრომელთა რაოდენობასა და სოლიდარობის ფონდის ხელშესაწყობად განხორციელებულ ღონისძიებებზე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 20/05/2015 - 409350 | 04/06/2015 - 456685 | დაკმაყოფილდა | |
| 15 | ინფორმაცია სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზე ეთნიკური უმცირესობების განათლების ხელშეწყობის მიზნით | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 01/06/2015 - 442845 | 02/06/2015 - 448976 | დაკმაყოფილდა | |
| 16 | ინფორმაცია ცენტრის მიერ 2014-2015 სასწავლო წლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებული აქტივობების შესახებ | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 04/06/2015 - 455515 | 04/06/2015 - 457443 | დაკმაყოფილდა | |
| 17 | წიგნიერების განვითარება ეთნიკური უმცირესობებისათვის | განმცხადებელი | 08/06/2015 - 472679 | 23/06/2015 - 577751 | დაკმაყოფილდა | |
| 18 | “საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის” ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2014 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 09/06/2015 - 477251 | 18/06/2015 - 535513 | დაკმაყოფილდა | |
| 19 | ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმის” ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2014 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 09/06/2015 - 477315 | 18/06/2015 - 536444 | დაკმაყოფილდა | |
| 20 | გაცემული პრემიების, დანამატებისა და შტატგარეშე მოსამსახურეების შესახებ | განმცხადებელი | 29/06/2015 - 609727 | 09/07/2015 - 671153 | დაკმაყოფილდა | |
| III კვარტალი | ||||||
| 21 | მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით | განმცხადებელი | 23/07/2015 - 729715 | 05/08/2015 - 763787 | დაკმაყოფილდა | შემოსული და პასუხგაცემულია my.gov.ge-ს მეშვეობით |
| 22 | საშტატო ნუსხით განსაზღვრულ და შტატგარეშე მოსამსახურეთა შესახებ | განმცხადებელი | 07/08/2015 - 768474 | 12/08/2015 - 778930 | დაკმაყოფილდა | |
| 23 | ბარსელონა-სევილიას მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენის შესახებ | განმცხადებელი | 09/08/2015 - 770700 | 12/08/2015 - 778823 | დაკმაყოფილდა (გაიცა ინფორმაცია ბილეთების შეძენის ფაქტის არარსებობის შესახებ) | შემოსული და პასუხგაცემულია my.gov.ge-ს მეშვეობით |
| 24 | პრემიების, დანამატების, მრჩევლების რაოდენობის, მათი ფუნქცია-მოვალეობებისა და მივლინების ხარჯების შესახებ | განმცხადებელი | 10/08/2015 - 779221 | 25/08/2015 - 812162 | დაკმაყოფილდა | ინფორმაცია მიღებული და გაგზავნილი იქნა ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად |
| 25 | მედია-საშუალებებისათვის გადახდილი თანხის შესახებ | განმცხადებელი | 14/08/2015 - 786541 | 14/08/2015 - 786541 | დაკმაყოფილდა | შემოსული და პასუხგაცემულია my.gov.ge-ს მეშვეობით |
| 26 | ცენტრის ხელთ არსებული ბაზებისა და რეესტრების, აგრეთვე, data.gov.ge-ზე ინფორმაციის განთავსების შესახებ | განმცხადებელი | 20/08/2015 - 804676 | 07/09/2015 - 859484 | დაკმაყოფილდა | ინფორმაცია მიღებული და გაგზავნილი იქნა ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად |
| 27 | „ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმის”, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ” №152/ნ-№496-№45/ნ ბრძანების ფარგლებში განხორციელებული მოქმედებების შესახებ, აგრეთვე, ზოგადი სტატისტიკური ინფორმაცია განათლების უფლების სარგებლობისას პირის გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციის შესახებ | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 02/09/2015 - 836495 | 08/09/2015 - 861905 | დაკმაყოფილდა | |
| 28 | სერტიფიცირებული პედაგოგის საათობრივ დატვირთვასთან დაკავშირებით | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 02/09/2015 - 840793 | 11/09/2015 - 882161 | დაკმაყოფილდა | |
| IV კვარტალი | ||||||
| 29 | ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე” სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 08/10/2015 - 1039234 | 13/10/2015 - 1061585 | დაკმაყოფილდა | |
| 30 | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების/პროექტების შესახებ | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 08/10/2015 - 1029748 | 13/10/2015 - 1061216 | დაკმაყოფილდა | |
| 31 | საჯარო ინფორმაციის გაცემის რეესტრის მიწოდების შესახებ | ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი | 15/10/2015 - 1065736 | 19/10/2015 - 1081899 | დაკმაყოფილდა | |
| 32 | მედია-საშუალებებისათვის გადახდილი საბიუჯეტო თანხის შესახებ | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო | 12/11/2015 - 1186374 | 20/11/2015 - 1218485 | დაკმაყოფილდა | |
| 33 | პროგრამის„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” მონაწილეთა რაოდენობის შესახებ | მედიის განვითარების ფონდი | 26/11/2015 - 1235392 | 09/12/2015 - 1286374 | დაკმაყოფილდა | |
| 34 | პროგრამის„ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილეთა შესახებ | განმცხადებელი | 30/11/2015 - 1246645 | მიმდინარეობს საქმისწარმოება | ||
|
|
|
|
|
|
|
|