1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური შესყიდვას ამოწმებს შემსყიდველი ორგანიზაციის აუდიტის მეშვეობით.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, მისი მოთხოვნით, წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.
3. შესყიდვის მონაწილე ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას, მისი მოთხოვნით, წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტი ან / და ინფორმაცია.
4. (ამოღებულია).
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №882-სსმI, №1, 15.01.2009წ., მუხ.3
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ.67
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.
[მუხლი 22
1
. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესყიდვის შემოწმება
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური შესყიდვას ამოწმებს შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს აუდიტის მეშვეობით.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია/ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მისი მოთხოვნით წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.
3. შესყიდვის მონაწილე ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას/ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს მისი მოთხოვნით წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025