1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საჯარო შესყიდვას ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემსყიდველი ორგანიზაციის აუდიტის მეშვეობით.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მისი მოთხოვნით წარუდგინოს საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია.
3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას მისი მოთხოვნით წარუდგინოს საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც შემსყიდველ ორგანიზაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად სჭირდებ