1. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2027 წლის 1 იანვრიდან გამოცხადებულ საჯარო შესყიდვებზე.

2. 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს და დასრულდეს 2027 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობით.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არაუგვიანეს 2026 წლის 1 ნოემბრისა შესაბამის სისტემაში წარადგინოს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნორმების შესაბამისად შედგენილი წლიური გეგმა. ამ გეგმაში უნდა აისახოს 2027 წლის 1 იანვრიდან გამოსაცხადებელი საჯარო შესყიდვები, აგრეთვე ინფორმაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2026 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გამოსაცხადებელი, 2027 წლის საჯარო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის/შესყიდვების შესახებ.

საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4397 – ვებგვერდი, 23.09.2024