მუხლი 98. ამ კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები
თავი XIV — გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
1. 2027 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო შესყიდვების სააგენტო. ამ თარიღის დადგომამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცება.
2. 2027 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ეწოდოს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო. ამ თარიღის დადგომამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცება. ამ კანონის ამოქმედება არ იწვევს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე არჩეული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის/წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
3. საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1 იანვრამდე:
ა) მიიღოს ამ კანონის 53-ე მუხლის მე-14 პუნქტით, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 73-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 74-ე მუხლით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ბ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო/ორგანოები;
გ) (ამოღებულია - 12.11.2025, №1057).
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ 2027 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ამ კანონის მუხლებთან დაკავშირებული, ამავე კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი/აქტები. ამასთანავე, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2027 წლის 1 იანვრამდე შექმნას ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან მისადაგებული ელექტრონული სისტემა.
5. შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2027 წლის 1 იანვრიდან, ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, თავის სტრუქტურაში/საშტატო ნუსხაში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის/პირის განსაზღვრისთვის განახორციელოს სათანადო ღონისძიებები.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4397 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.11.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (27.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 98. ამ კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები 1. 20252027 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო შესყიდვების სააგენტო. ამ თარიღის დადგომამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცება. 2. 20252027 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ეწოდოს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო. ამ თარიღის დადგომამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცება. ამ კანონის ამოქმედება არ იწვევს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე არჩეული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის/წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. 3. საქართველოს მთავრობამ: ა) 2025 2027 წლის 1 იანვრამდე: ა.ა) მიიღოს ამ კანონის 53-ე მუხლის მე-14 პუნქტით, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 73-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 74-ე მუხლით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ა.ბ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა და მისი გადახდისა და დაბრუნების წესი; ა.გ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო/ორგანოები; ბგ) 2027 წლის 1 ი(ანვრამდე შექმნას ამ კანონის 41-ღე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო - 12.11.2025, დაამტკიცოს მისი დებულება და დანიშნოს მისი ხელმძღვანელი№1057). 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ 20252027 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ამ კანონის მუხლებთან დაკავშირებული, ამავე კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი/აქტები, ხოლო სააგენტომ 2027 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ამ კანონის მუხლებთან დაკავშირებული, ამავე კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი/აქტები. ამასთანავე, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 20252027 წლის 1 იანვრამდე შექმნას ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან მისადაგებული ელექტრონული სისტემა. 5. შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2027 წლის 1 იანვრიდან, ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, თავის სტრუქტურაში/საშტატო ნუსხაში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის/პირის განსაზღვრისთვის განახორციელოს სათანადო ღონისძიებები. 6. 2025 წლის 1 იანვრიდან ამ კანონის 41-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედებამდე ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, აგრეთვე ამ კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობას და მისი გადახდისა და დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.