2027 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. აღნიშნული კანონი და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს 2027 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში, მათ დასრულებამდე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4397 – ვებგვერდი, 23.09.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.09.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (27.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 97. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები 20252027 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. აღნიშნული კანონი და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს 20252027 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში, მათ დასრულებამდე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.