1. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ნიშნავს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;
ბ) წარმოადგენს საბჭოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობებში;
გ) ხელს აწერს საბჭოს კორესპონდენციას;
დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საბჭოს აპარატს;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო) თავმჯდომარის წინაშე აყენებს შუამდგომლობებს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საბჭოს რეგლამენტითა და საბჭოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტისას. ერთდროულად საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან. შესაბამისი კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საბჭოს სულ ცოტა 2 წევრს. კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ნახევარი. ერთი და იგივე პირი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. საბჭოს თავმჯდომარედ, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ შეიძლება აირჩეს საბჭოს მხოლოდ ის წევრი, რომელსაც აქვს ამ კანონის 233 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იურიდიული განათლება.
4. საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად ითვლება მისი, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით. ამ ვადის გასვლისთანავე საბჭოს აღნიშნულ წევრს უწყდება, შესაბამისად, საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება, მიუხედავად იმისა, კვლავ დაინიშნება თუ არა იგი საბჭოს წევრად.
5. საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, შესაბამისად, საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება პირადი განცხადებით – განცხადების საბჭოსთვის წარდგენისთანავე.
6. საბჭოს ახალი თავმჯდომარის ან საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები იმართება, შესაბამისად, საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის ან საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7133 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 28 მაისის კანონი №526 – ვებგვერდი, 28.05.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2524 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3757 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №148 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №328 – ვებგვერდი, 20.02.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.02.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 20.02.2025 კანონი №328
- 13.12.2024 კანონი №148
- 29.11.2023 კანონი №3757
- 22.12.2022 კანონი №2524
- 28.05.2021 კანონი №526
- 16.09.2020 კანონი №7133
- 02.07.2020 კანონი №6730
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 234. საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 1. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარე: ა) ნიშნავს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საბჭოს სხდომებს; ბ) წარმოადგენს საბჭოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობებში; გ) ხელს აწერს საბჭოს კორესპონდენციას; დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საბჭოს აპარატს; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო) თავმჯდომარის წინაშე აყენებს შუამდგომლობებს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; [ ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – კონკურენციის სააგენტო) აღმასრულებელი დირექტორის წინაშე აყენებს შუამდგომლობებს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საბჭოს რეგლამენტითა და საბჭოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტისას. ერთდროულად საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან. შესაბამისი კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საბჭოს სულ ცოტა 2 წევრს. კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ნახევარი. ერთი და იგივე პირი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. საბჭოს თავმჯდომარედ, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ შეიძლება აირჩეს საბჭოს მხოლოდ ის წევრი, რომელსაც აქვს ამ კანონის 233 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იურიდიული განათლება. 4. საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად ითვლება მისი, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით. ამ ვადის გასვლისთანავე საბჭოს აღნიშნულ წევრს უწყდება, შესაბამისად, საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება, მიუხედავად იმისა, კვლავ დაინიშნება თუ არა იგი საბჭოს წევრად. 5. საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, შესაბამისად, საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება პირადი განცხადებით – განცხადების საბჭოსთვის წარდგენისთანავე. 6. საბჭოს ახალი თავმჯდომარის ან საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები იმართება, შესაბამისად, საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის ან საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 18/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება