1. საბჭოს წევრს ეძლევა შრომის ანაზღაურება. საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, ხოლო საბჭოს სხვა წევრის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით.
2. საბჭო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციების შესრულებას და მის დამოუკიდებლობას.
3. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფისთვის საბჭოს ჰყავს აპარატი. საბჭოს აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობასა და შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე. საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინებით სამართლებრივი აქტებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საბჭოს აპარატი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.
4. საბჭოს აპარატი:
ა) წარმართავს დავების განხილვის მომზადების შინაუწყებრივ პროცედურებს;
ბ) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს;
გ) ადგენს საბჭოს სხდომათა ოქმებს;
დ) აწარმოებს საბჭოს კორესპონდენციასა და შინაუწყებრივ დოკუმენტაციას;
ე) ასრულებს ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და საბჭოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
5. საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს წინაშე. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კანონიერად გამოყენებისთვის საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია აგრეთვე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე.
6. საბჭოს აპარატის თანამშრომლები შეირჩევიან კონკურსით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონკურსის ჩასატარებლად შექმნილ საკონკურსო კომისიაში მონაწილეობენ აგრეთვე საბჭოს წევრები.
7. საბჭოს აპარატის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილი წესით. საბჭოს აპარატის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით.
8. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საბჭოსა და საბჭოს აპარატს უზრუნველყოფს მათი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7133 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 28 მაისის კანონი №526 – ვებგვერდი, 28.05.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2524 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3757 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №148 - ვებგვერდი, 29.12.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.12.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 13.12.2024 კანონი №148
- 29.11.2023 კანონი №3757
- 22.12.2022 კანონი №2524
- 28.05.2021 კანონი №526
- 16.09.2020 კანონი №7133
- 02.07.2020 კანონი №6730
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 235. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა 1. საბჭოს წევრს ეძლევა შრომის ანაზღაურება. საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, ხოლო საბჭოს სხვა წევრის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით. 2. საბჭო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციების შესრულებას და მის დამოუკიდებლობას. 3. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფისთვის საბჭოს ჰყავს აპარატი. საბჭოს აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობასა და შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე. საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინებით სამართლებრივი აქტებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საბჭოს აპარატი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. [ 3. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საბჭოს ჰყავს აპარატი. საბჭოს აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობასა და შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს კონკურენციის სააგენტოს საბჭო. საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას კონკურენციის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს კონკურენციის სააგენტოს საბჭო. საბჭოს აპარატი კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 4. საბჭოს აპარატი: ა) წარმართავს დავების განხილვის მომზადების შინაუწყებრივ პროცედურებს; ბ) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს; გ) ადგენს საბჭოს სხდომათა ოქმებს; დ) აწარმოებს საბჭოს კორესპონდენციასა და შინაუწყებრივ დოკუმენტაციას; ე) ასრულებს ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და საბჭოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 5. საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს წინაშე. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კანონიერად გამოყენებისთვის საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია აგრეთვე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე. [ 5. საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს წინაშე. კონკურენციის სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კანონიერად გამოყენებისთვის საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია აგრეთვე კონკურენციის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის წინაშე. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 6. საბჭოს აპარატის თანამშრომლები შეირჩევიან კონკურსით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონკურსის ჩასატარებლად შექმნილ საკონკურსო კომისიაში მონაწილეობენ აგრეთვე საბჭოს წევრები. 7. საბჭოს აპარატის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილი წესით. საბჭოს აპარატის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით. 8. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საბჭოსა და საბჭოს აპარატს უზრუნველყოფს მათი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 18/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება