1. (ამოღებულია).

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამტკიცოს დებულება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ;

21. (ამოღებულია);

22. (ამოღებულია);

23. (ამოღებულია);

3. ამ კანონის მოქმედება 2008 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორის საწარმოების მიერ იმ ქონების სარეაბილიტაციოდ ან შესაკეთებლად განსახორციელებელ შესყიდვებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ელექტროენერგიის წარმოებასთან, გადაცემასთან, დისპეტჩერიზაციასთან, განაწილებასთან, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან, განაწილებასთან, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგებასთან.

4. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე 2013 წლის 1 იანვრამდე.

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამ კანონის პირველი მუხლის 31  პუნქტის „მ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და საქართველოს მთავრობამ ერთობლივად უზრუნველყონ შესაბამისი კანონპროექტის მომზადება და 2009 წლის 20 დეკემბრამდე მისი საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.

6. 2010 წლის 1 მარტიდან 2010 წლის 1 დეკემბრამდე შემსყიდველმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ თავიანთი შეხედულებისამებრ, ელექტრონული შესყიდვების საშუალებით ან მათ გარეშე.

61. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღება.

7. სააგენტომ 2011 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული შესაბამისი კლასიფიკატორის დანერგვა.

8. 2010 წლის 1 დეკემბრამდე დაწყებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება უნდა მოხდეს 2010 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი წესის შესაბამისად.

81. 2010 წლის 31 დეკემბრამდე სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის საშუალებებით განხორციელებისას შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნებასთან და შესყიდვების წლიურ გეგმაში ასახვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

82. სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავებამდე სააგენტო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამატებით მოაწესრიგოს სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

9. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2016 წლის 1 იანვრამდე შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვროს საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებისა და ინტერნეტმომსახურების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების საერთაშორისო სატელეფონო ზარების ტერმინაციისა და ინტერნეტის გლობალურ ქსელში მონაცემთა გაცვლის მარშრუტთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები.

10. ამ კანონით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ უზრუნველყოს:

ა) 2010 წლის 30 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების დროებითი წესის დამტკიცება;

ბ) 2011 წლის 1 მაისამდე – გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება;

გ) 2011 წლის 1 აპრილამდე – კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცება;

დ) 2012 წლის 1 მაისამდე – კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პირობებისა და წესის დამტკიცება;

ე) 2012 წლის 1 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავება;

ვ) 2012 წლის 1 იანვრამდე − ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება;

ზ) 2012 წლის 1 მაისამდე − თეთრი სიის წარმოებასა და წინასწარი ანგარიშსწორების პირობებთან დაკავშირებული დებულებების შემუშავება;

თ) 2015 წლის 1 ნოემბრამდე – ამ კანონის 101 მუხლის 33 პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პირობების კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრა.

11. (ამოღებულია - 15.06.2017, №1015).

12. 2014 წლის 15 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცება.

13. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №497 დადგენილებით დამტკიცებული დებულება სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცებამდე.

14. 2014 წლის 31 მარტიდან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 თებერვლის №166 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდეს.

საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.237

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4333- სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.3

საქართველოს 2008 წლის 26 სექტემბრის კანონი №294-სსმI, №22, 09.10.2008წ., მუხ.152

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №882-სსმI, №1, 15.01.2009წ., მუხ.3

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ.67

საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3767-სსმI.№62,05.11.2010წ.,მუხ.398

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5126 - ვებგვერდი, 27.10.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5364 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5975 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2163 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3967 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 24 ივლისის კანონი №4104 - ვებგვერდი, 04.08.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №1015 - ვებგვერდი, 29.06.2017