„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) სახელმწიფო შესყიდვის ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, იმავე მუხლის 33 პუნქტით დადგენილი წესით შეუთანხმოს სააგენტოს;“.
2. 101 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი:
„33. შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უნდა შეუთანხმოს სააგენტოს. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოსთან სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით თანხმდება. ამ სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოსადმი მიმართვა საჯაროა და უზრუნველყოფილია დაინტერესებული პირების მიერ პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვასთან ერთად განიხილავს დაინტერესებული პირების მიერ მასთან დაკავშირებით გამოხატულ მოსაზრებებს. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
3. 24-ე მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) 2015 წლის 1 ნოემბრამდე – ამ კანონის 101 მუხლის 33 პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პირობების კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრა.“.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.
ქუთაისი, 24 ივლისი 2015 წ. N4104-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4104-რს. სარეგისტრაციო კოდი — 040090000.05.001.017897.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4104-რს, 24.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.017897 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2935252/