შპს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს“–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედმხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №05 /1-ლ
2015 წლის 1 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს„დაზღვევის საერთაშორისოკომპანია ირაოს ” ორგანიზაციულ -სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის 22 -ე მუხლის და 28 -ე მუხლის მე -2 პუნქტის, 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის № 102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ _ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე -4 მუხლის მე -2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს“ 2015 წლის 25 ნოემბრის №186 და 2015 წლის 11 დეკემბრის №61 მომართვების საფუძველზე:
ვბრძანებ:
1. შპს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს ” (საიდენტიფიკაციო კოდი: 204919008) ორგანიზაციულ -სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით:
1.1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2006 წლის 21 დეკემბრის №38 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს ” ლიცენზიის გაცემის შესახებ“;
ბ) ბრძანების ტექსტში სიტყვები „შპს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ შეიცვალოს სიტყვებით „სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“.
1.2 . საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2007 წლის 8 ოქტომბრის №138 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ბრძანების ტექსტში სიტყვები „შპს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ შეიცვალოს სიტყვებით „სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“.
2 . სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოზე ” (საიდენტიფიკაციო კოდი: 204919008) გაიცეს სალიცენზიო მოწმობის ფორმები შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით დადგენილი წესით.
3. წინამდებარე ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი