„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ეფექტიანი განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №186 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2770
2015 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ეფექტიანი განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №186 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ეფექტიანი განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №186 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. განკარგულების აბზაცის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაევალოს:“ მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შესაბამისი უწყებების პრიორიტეტების გათვალისწინებით და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით, ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება.“.
2. განკარგულების აბზაცი „შესაბამის სამინისტროებს დაევალოს:“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შესაბამის უწყებებს დაევალოთ:
1. არსებულ სტრუქტურაში გააძლიერონ ევროინტეგრაციაზე მომუშავე სამსახურები და გამოყონ აღნიშნული საქმიანობისთვის პასუხისმგებელი პირი (ხელმძღვანელის მოადგილის დონეზე).
2. ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული უწყების კომპეტენციის სფეროში არსებული საკითხების განხორციელების ყოველწლიური ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება.
3. უწყებების კომპეტენციების შესაბამისად, ასოცირების შესახებ შეთანხმების პრიორიტეტების სრულფასოვნად ასახვა ასოცირების დღის წესრიგის თაობაზე საქართველოს მთავრობის ყოველწლიურ ერთიან ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.
4. ასოცირების შესახებ შეთანხმების ყოველწლიური ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ერთიან ანგარიშში ჩართვის მიზნით, ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული უწყების კომპეტენციის სფეროსთან დაკავშირებული ნაწილის განხორციელების 6 თვის და წლიური ანგარიშების მომზადება.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი