არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში არასრულწლოვანის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016594
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,941 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2015 მიღება
01.01.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ზოგადი დემოგრაფიული  მონაცემები ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის შესახებ
სასჯელის დარჩენილი ვადა: სასჯელის მოხდის დასრულების თარიღი:
დაწესებულების სოციალური მუშაკის გვარი და სახელი: დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია:
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 03.07.2015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 23.02.2021 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 31.12.2015 აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 23.02.2022 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 31.08.2017

დოკუმენტის ტექსტი

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში არასრულწლოვანის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №179 2015 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში არასრულწლოვნის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 98-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში არასრულწლოვნის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის ფორმა და წესი №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასების თაობაზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელის თანხმობის ფორმა“ №2 დანართის, „პენიტენციური დაწესებულების მიმართვის ფორმა“ №3 დანართის, „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის ფორმა“ №4 დანართის, „პენიტენციური დაწესებულებიდან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროსათვის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შესახებ გასაცემი ინფორმაციის ფორმა“ №5 დანართის, „არასულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების ფორმა“ №6 დანართის და „არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმა“ №7 დანართის შესაბამისად.  მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან.  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი დანართი №1 არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში არასრულწლოვნის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის ფორმა და წესი მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, პენიტენციური დაწესებულებიდან (შემდგომში – დაწესებულება) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტისა (შემდგომში – დეპარტამენტი) და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ განსახორციელებელი საქმიანობის პირობებსა და პროცედურებს, ასევე ამ პროცესში წარმოებული დოკუმენტების ფორმებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა ხორციელდება დაწესებულების, სააგენტოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს (შემდგომში – პრობაციის ბიურო) და სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. მუხლი 2🔗. გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში დაწესებულების ადმინისტრაციის მოვალეობები 1. დაწესებულება ვალდებულია არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის ან/და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისათვის კანონით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდამდე არაუგვიანეს 3 თვისა, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელის წერილობითი თანხმობით (დანართი №2), წერილობით მიმართოს სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს, დაწესებულების გარეთ ამ მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების თაობაზე. 2. დაწესებულების მიმართვა (დანართი №3) მოიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) დაწესებულების მიმართვის საფუძველს; ბ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შესახებ ზოგად დემოგრაფიულ მონაცემებს; გ) ინფორმაციას ჩადენილი დანაშაულის შესახებ; დ) ინფორმაციას არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახის შესახებ; ე) დაწესებულების დასახელებას, სადაც არასრულწლოვანი მსჯავრდებული იხდის სასჯელს; ვ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის დაწესებულებაში განთავსების თარიღს; ზ) დარჩენილი სასჯელის ვადას და სასჯელის მოხდის დასრულების თარიღს; თ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის  ან/და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისათვის კანონით დადგენილი ვადის დადგომის თარიღს; ი) დაწესებულებაში არასრულწლოვან მსჯავრდებულთან მომუშავე სოციალური მუშაკის სახელსა და გვარს; კ) დაწესებულების საკონტაქტო მონაცემებს; ლ) იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელზეც არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახის შეფასებისას სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა უნდა გაამახვილოს ყურადღება. 3. სააგენტოს მიერ შედგენილ შეფასების დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას დაწესებულება გადაიტანს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ფორმაში, რომელიც წარედგინება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს. 4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესით დანიშნული სასჯელის შემთხვევაში – სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 თვისა, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით (დანართი №2), დაწესებულება ვალდებულია წერილობით მიმართოს (დანართი №3) პრობაციის შესაბამის ბიუროს (არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების თაობაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლება ხდება პატიმრობის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად). 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულების მომართვას თან ერთვის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის (დანართი №4) შემთხვევაში – არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო (სტაციონარული ან/და ამბულატორიული) ცნობა – ფორმა №IV – 100​ა და ამონაწერი (დანართი №5) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმარების დოკუმენტიდან/პირადი საქმიდან, რომელშიც აღინიშნება: ა) დაწესებულებიდან არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის გაცემის საფუძველი; ბ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი (არსებობის შემთხვევაში); გ)  დაწესებულების დასახელება, სადაც არასრულწლოვანი მსჯავრდებული იხდის სასჯელს; დ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის დაწესებულებაში განთავსების თარიღი; ე) სასჯელის მოხდის დასრულების თარიღი; ვ) დაწესებულებაში არასრულწლოვან მსჯავრდებულთან მომუშავე სოციალური მუშაკის სახელი და გვარი; ზ) დაწესებულების საკონტაქტო მონაცემები; თ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დაწესებულებაში ჩატარებული სარეაბილიტაციო მომსახურება; ი) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის დამოკიდებულება დანაშაულთან მიმართებაში; კ) საკუთარი თავისადმი ან/და სხვა პირისადმი ზიანის რისკის შეფასება; ლ) გათავისუფლების შემდგომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გეგმები და მოლოდინები; მ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ინტერესები. 6. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან/და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია პრობაციის ბიუროში (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) გადააგზავნოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამონაწერი, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. მუხლი 3🔗. გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესში სააგენტოსა და პრობაციის ბიუროს მოვალეობები 1. დაწესებულებიდან სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოში მიმართვის შესვლის შემდეგ, სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი მიმართვას გადასცემს სოციალურ მუშაკს, რომელიც ვალდებულია არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახსა და სოციალურ გარემოში არსებული რისკ-ფაქტორების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახში განახორციელოს მინიმუმ 1 ვიზიტი. 2. სააგენტოს სოციალური მუშაკი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკის შეფასებასა და საჭიროებების განსაზღვრას ახორციელებს დადგენილი ფორმის (დანართი №6) მიხედვით. 3. სააგენტოს სოციალური მუშაკი ოჯახის შეფასების დაწყებამდე, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახს აცნობს შეფასების მიზანს, განუმარტავს მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლებამდე ოჯახში არსებული მდგომარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისთვის შეტყობინების აუცილებლობას, რის თაობაზეც ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმება (დანართი №7). შეთანხმებას ხელს აწერს სოციალური მუშაკი, მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი/ოჯახის სრულწლოვანი წევრი და დამსწრე პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. შეფასების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის დოკუმენტი იგზავნება შესაბამის დაწესებულებაში. 5. ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას პრობაციის ბიუროს უფროსი გადასცემს პრობაციის ოფიცერს, რომელიც არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასების მიზნით, მუშაობის პროცესში ჩართავს სააგენტოს შესაბამის სოციალურ მუშაკს, რომელიც შეფასებისას (დანართი №6) ძირითად აქცენტს აკეთებს  შემდეგ საკითხებზე: ა)  ოჯახის  სოციალური გარემოს მზაობა არასრულწლოვანი მსჯავრდებულის  დაბრუნების მიმართ; ბ) ოჯახის წევრთა დამოკიდებულება არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ; გ) გათავისუფლების შემდეგ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავშესაფრის არსებობა; დ)  არასრულწლოვან მსჯავრდებულზე დამოკიდებული პირების საჭიროებები; ე) გათავისუფლების შემდეგ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის და/ან მისი ოჯახის წევრების სავარაუდო შემოსავლის წყარო; ვ) სარეაბილიტაციო მომსახურებების რესურსები და მათი ხელმისაწვდომობა გათავისუფლების შემდეგ. 6. სააგენტოს სოციალური მუშაკი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასების შესახებ ინფორმაციას უგზავნის საქმის მწარომებელ პრობაციის ოფიცერს. 7.  ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზანს წარმოადგენს  მსჯავრდებულის  რეინტეგრაციისათვის ოჯახის მომზადება. დანართი №2 ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასების თაობაზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის ფორმა _________________________________                                                  ,,____”  _____________20__წ.                 (შედგენის ადგილი)                                                                              (შედგენის თარიღი)  პენიტენციურ დაწესებულებაში (დაწესებულების დასახელება) ___________________________ მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის (სახელი, გვარი, პირადი №) ___________________________________________ კანონიერი წარმომადგენელი (სახელი, გვარი) _____________________________________________ თანახმა ვარ, მსჯავრდებულის (სახელი, გვარი) ________________________________ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასება განახორციელოს სსიპ –  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა. _______________________________ მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა დანართი №3 პენიტენციური დაწესებულების მიმართვის ფორმა დაწესებულების მიმართვის საფუძველი   არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება   არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა   არასრულწლოვანი მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდგომ შეფარდებული აქვს პირობითი მსჯავრი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ზოგადი დემოგრაფიული  მონაცემები ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის შესახებ სახელი და გვარი: პირადი ნომერი: სქესი: სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა: დაბადების თარიღი: ინფორმაცია ოჯახის შესახებ დაწესებულების დასახელება:  არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლი  სხვა მნახველი პირი[1] დაწესებულებაში განთავსების თარიღი: სახელი და გვარი: პირადი ნომერი: სასჯელის დარჩენილი ვადა: სასჯელის მოხდის დასრულების თარიღი: კავშირი მსჯავრდებულთან:  დედა  მამა  მეუღლე  შვილი  სხვა ------------ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის  ან/და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისათვის კანონით დადგენილი ვადის დადგომის თარიღი ფაქტობრივი მისამართი: დაწესებულების სოციალური მუშაკის გვარი და სახელი: დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია: იურიდიული მისამართი: საკონტაქტო ინფორმაცია: საკითხები, რომელზეც არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახის შეფასებისას სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა უნდა გაამახვილოს ყურადღება 1. 2. [1] არაოჯახის წევრი პირი, რომელიც სტუმრობს მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში. დანართი №4 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის ფორმა _________________________________                                                         ,,____”  _____________20__წ. (შეთანხმების შედგენის ადგილი)                                                                              (შედგენის თარიღი)          შეთანხმება დგება, ერთი მხრივ, პენიტენციურ დაწესებულებაში (დაწესებულების დასახელება) _______________________________ მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულს  (სახელი, გვარი, პირადი №) _____________________________________________ კანონიერ წარმომადგენელს (სახელი, გვარი) ___________________________________ და, მეორე მხრივ, პენიტენციური დაწესებულების ექიმს (სახელი, გვარი) ____________________________ შორის  მასზედ, რომ  მსჯავრდებული და მისი კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს სსიპ –  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელს სახელმწიფოში არსებული ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისა და მკურნალობის  შესახებ საჭირო და დროული მომსახურების  მიღების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.   შეთანხმება არ გულისხმობს მსჯავრდებულის სამედიცინო საჭიროებების  გარანტირებულ დაკმაყოფილებას. შეთანხმება შედგენილია პენიტენციური დაწესებულების ექიმის მიერ, 20__ წლის  ___/______ ___ საათზე და ___ წუთზე შეთანხმების ადგილზე და სწორია, რასაც ვადასტურებთ ხელმოწერით პენიტენციური დაწესებულების ექიმი /სახელი და გვარი/ ხელმოწერა ________________ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი /სახელი და გვარი/ ხელმოწერა ________________ დანართი №5 პენიტენციური დაწესებულებიდან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროსათვის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შესახებ გასაცემი ინფორმაციის ფორმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ინფორმაციის გაცემის საფუძველი   არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება   არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა   არასრულწლოვანი მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდგომ შეფარდებული აქვს პირობითი მსჯავრი ინფორმაცია არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შესახებ სახელი და გვარი: პირადი ნომერი: დაბადების თარიღი: არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შესახებ პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაცია დაწესებულების დასახელება: დაწესებულების სოციალური მუშაკის გვარი და სახელი: დაწესებულებაში განთავსების თარიღი: დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია: სასჯელის მოხდის დასრულების თარიღი: ინფორმაცია არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმარებიდან დაწესებულებაში ჩატარებული სარეაბილიტაციო მომსახურებები: არასრულწლოვანი მსჯავრდებულის დამოკიდებულება დანაშაულთან მიმართებაში: საკუთარი თავისადმი ან/და სხვისადმი ზიანის რისკის შეფასება:   არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო (სტაციონარული ან/და ამბულატორიული) ცნობა –  ფორმა №IV – 100ა (დანართის სახით) მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდგომი გეგმები და მოლოდინები: არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ინტერესები: დანართი №6 არასულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების ფორმა ინფორმაცია არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შესახებ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სახელი და გვარი: ინფორმაცია ოჯახის შესახებ პირადი ნომერი: სქესი:  არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლი  სხვა მნახველი პირი[1] დაბადების თარიღი: სახელი და გვარი: პირადი ნომერი: ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის შესახებ კავშირი მსჯავრდებულთან:  დედა  მამა  მეუღლე  შვილი  სხვა ------------ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა: ფაქტობრივი მისამართი: იურიდიული მისამართი: საკონტაქტო ინფორმაცია: სსიპ  –  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გაცემული ინფორმაცია ბიუროს დასახელება: ბიუროს მისამართი: ბიუროში შესული მიმართვის ნომერი: სოციალური მუშაკის სახელი და გვარი: საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა: შეფასების დაწყების თარიღი: შეფასების დასრულების თარიღი: სოციალური მუშაკის მიერ ოჯახში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა: პირველი შეფასება: მითითებულ მისამართზე ოჯახთან შეხვედრა ვერ შედგა დამატებითი ვიზიტის რაოდენობა - განმეორებითი შეფასება: (შეფასების ბოლო თარიღი) გამოკითხული წყაროს ჩამონათვალი (კავშირი მსჯავრდებულთან): ინფორმირების წერილზე ხელმომწერი პირი: არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახის შეფასების დასკვნა ოჯახის სოციალური გარემოს მზაობა არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შესაძლო დაბრუნების მიმართ (ოჯახის წევრების დამოკიდებულება მავნე ნივთიერებებზე და ჩვევებზე; ოჯახის წევრების დანაშაულებრივი ქცევა; მშობლების დამოკიდებულება არასრულწლოვნის განათლებისადმი; ოჯახის წევრების შეხედულება არასრულწლოვნის მეგობრების და მისი მეგობრებთან/თანატოლებთან ურთიერთობის შესახებ). ოჯახის წევრთა დამოკიდებულება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის თავშესაფრის/საცხოვრებელი ადგილის არსებობა ოჯახის სხვა წევრების სავარაუდო შემოსავლის წყარო სარეაბილიტაციო მომსახურების რესურსები და მათი ხელმისაწვდომობა გათავისუფლების შემდეგ ოჯახი: სხვა რესურსი: სოციალური მუშაკის დასკვნა  მომართვის ბარათში აღნიშნული საკითხების გათვალისწინებით: დასკვნა უნდა მოიცავდეს: ·         სოციალური მუშაკის ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი; ·         დაწესებულების მიმართვის ფორმაში აღნიშული გასამახვილებელი საკითხები; ·         მსჯავრდებულის დანაშაულის ჩადენის გამომწვევი მიზეზები. [1] არაოჯახის წევრი პირი, რომელიც სტუმრობს მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში. დანართი №7 არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმა _________________________________                                                  ,,____”  _____________20__წ.    (შეთანხმების შედგენის ადგილი)                                                                     (შედგენის თარიღი)          შეთანხმება დგება  პენიტენციურ დაწესებულებაში (დაწესებულების დასახელება)------------------------------------ მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის (სახელი, გვარი) ---------------------------------------------------კანონიერ წარმომადგენელს/ოჯახის სრულწლოვან ქმედუნარიან წევრსა (სახელი, გვარი) ------------------------------------------------ და სსიპ –  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალურ მუშაკს/პრობაციის ოფიცერს (სახელი, გვარი) -------------------------------------------------- შორის, მასზედ, რომ მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებულია სოციალური მუშაკის ოჯახში ვიზიტის შესახებ, ასევე ინფორმირებულია ოჯახის შეფასების მიზნისა და საჭიროების შესახებ. ოჯახის შეფასების მიზანია სოციალური მუშაკის მიერ მსჯავრდებულის ოჯახის რისკებისა და საჭიროებების შესწავლა პირობით ვადამდე გათავისუფლების/დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის საჯელით შეცვლის საკითხის განხილვაზე დასკვნის მოსამზადებლად, რაც არ გულისხმობს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან/და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის  მოთხოვნის გარანტირებულ დაკმაყოფილებას. თავის მხრივ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი/ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სოციალურ მუშაკს/პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის ოჯახში განხორციელებული ცვლილებების შესახებ შეფასების დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, რის საფუძველზეც მოხდება სოციალური მუშაკის/პრობაციის ოფიცრის მიერ დამატებითი ვიზიტის განხორციელება და საჭიროებისამებრ ხელახალი შეფასება. შეთანხმება  შედგენილია ჩემს მიერ, სოციალური მუშაკის/პრობაციის ოფიცრის (სახელი, გვარი) -----------------------------------------------------)  20__ წლის  ___ ______ ___ სთ. და ___ წთ-ზე შეთანხმების ადგილზე და სწორია, რასაც ვადასტურებთ ხელმოწერით სოციალური მუშაკი/პრობაციის ოფიცერი                                                      ხელმოწერა  _________________                                                                                          _________________ მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი/                                             ხელმოწერა ოჯახის სრულწლოვანი წევრი  _________________                                                                                             _________________ დამსწრე პირის სახელი, გვარი                                                                             ხელმოწერა _________________                                                                                               _________________