ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
გამომცემი ორგანო გადამცემის საიდენტიფიკაციო ნომერი
ნომერი №178
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016593
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი | გადამცემის საიდენტიფიკაციო ნომერი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი საქართველოს კანონი „ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების გამოყენების წესი და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №178
2015 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესი და მეთოდოლოგია №1 დანართის, ,,ელექტრონული აპარატურის აღრიცხვის ჟურნალი“ №2 დანართის, ,,ელექტრონული აპარატურის გამოყენების შეუძლებლობის შესახებ ოქმი“ №3 დანართის, ,,ელექტრონული აპარატურის დამაგრების შესახებ ოქმი“ №4 დანართის, ,,მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული აპარატურის დაზიანების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის გაფრთხილების ფორმა“ №5 დანართის, ,,ელექტრონული აპარტურის მოხსნის შესახებ ოქმი“ №6 დანართის, ,,სამაჯურის (გადამცემის) დროებით მოხსნის შესახებ ოქმი“ №7 დანართისა და ,,შემოწმების შედეგების შესახებ ოქმი“ №8 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
დანართი №1
ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესი და მეთოდოლოგია
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ამ წესის მიზანია არასრულწლოვანი მსჯავრდებულის (შემდგომში –
მსჯავრდებული) მიმართ, არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების პერიოდში, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების პროცედურების და მეთოდოლოგიის განსაზღვრა.
მუხლი 2🔗. ელექტრონული ზედამხედველობის მეთოდი
1. ელექტრონული ზედამხედველობა გულისხმობს ელექტრონული აპარატურის საშუალებით მსჯავრდებულის კონტროლს, ხოლო სასჯელის სახით შინაპატიმრობის გამოყენებისას –
სასამართლოს მიერ დადგენილ პერიოდში ელექტრონული აპარატურის გამოყენებით მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის უწყვეტ კონტროლს.
2. ელექტრონული აპარატურა შედგება გადამცემის და მიმღებისაგან. გადამცემს წარმოადგენს ელექტრონული სამაჯური, რომელიც დანიშნული სასჯელის ვადის განმავლობაში, როგორც წესი, დამაგრებულია მსჯავრდებულის ქვედა კიდურზე ისე, რომ დაზიანების გარეშე შეუძლებელია მისი მოშორება. მიმღები განთავსებულია სასჯელის აღსრულების ადგილას, ხოლო შინაპატიმრობის შემთხვევაში, მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილას, რომელიც მუდმივად მიერთებულია დენის წყაროსთან. თუ, ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, შეუძლებელია სამაჯურის (გადამცემის) დამაგრება მსჯავრდებულის ქვედა კიდურზე, სამაჯური (გადამცემი) მაგრდება მსჯავრდებულის მაჯაზე. მიმღების საშუალებით მსჯავრდებულისათვის განისაზღვრება პერიმეტრი (შინაპატიმრობისას საცხოვრებელი ფართის მიხევდით), რომლის დარღვევის შემთხვევაში მსჯავრდებულზე დამაგრებული სამაჯური (გადამცემი) მიმღებს გადასცემს სიგნალს.
3. მიმღებ და გადამცემ ელექტრონულ აპარატურაზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება, აგრეთვე მსჯავრდებულის მიერ განსაზღვრული პერიმეტრის დატოვება, შეტყობინების სახით დაუყოვნებლივ აისახება ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში.
4. ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში, შეტყობინების სახით, ასევე აისახება მიმღებსა და გადამცემ ელექტრონულ აპარატურაზე შემდეგი სახის ზემოქმედებები:
ა) 6 საათის განმავლობაში გადამცემის უმოქმედო მდგომარეობა;
ბ) გადამცემზე ტემპერატურის ცვალებადობა;
გ) გადამცემის/მიმღების დაზიანება;
დ) მიმღების გადაადგილება;
ე) მიმღების ელექტროენერგიის წყაროდან გათიშვა;
ვ) ორი გადამცემის ერთმანეთთან მიახლოება;
ზ) სხვა გარემოებები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში ასახვისას, პრობაციის ოფიცერი/ელექტრონული ზედამხედველობის მართვის ცენტრზე პასუხისმგებელი თანამშრომელი, ვალდებულია გადაამოწმოს ზემოქმედების გამომწვევი მიზეზი.
6. ელექტრონულ აპარატურას (მიმღები და გადამცემი) გააჩნია სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი.
7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ –
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში –
სააგენტო) ეკონომიკური სამმართველო ელექტრონულ აპარატურას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების –
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომში –
პრობაციის ბიურო) უფროსებს.
8. კონკრეტულ საქმისმწარმოებელ პრობაციის ოფიცერს ელექტრონულ აპარატურას გადასცემს შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი, რომელიც გადაცემას არეგისტრირებს ელექტრონული აპარატურის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2), რაც დასტურდება პრობაციის ბიუროს უფროსისა და პრობაციის ოფიცრის ხელმოწერით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მსჯავრდებულისათვის ელექტრონული აპარატურის მოხსნის შემდეგ პრობაციის ოფიცერი მოხსნილ აპარატურას აბარებს პრობაციის ბიუროს უფროსს, რაც ასევე რეგისტრირდება ელექტრონული აპარატურის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2). ელექტრონული აპარატურის აღრიცხვის ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, აკინძული და პრობაციის ბიუროს უფროსის ბეჭდით დამოწმებული.
მუხლი 3🔗. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების პროცედურები და ვადები
1. პრობაციის ბიუროში შესული სამართლებრივი აქტის აღსრულება იწყება დაუყოვნებლივ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. შინაპატიმრობის შემთხვევაში პრობაციის ოფიცერი, მისთვის აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გადაცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო სხვა არასაპატიმრო სასჯელის შემთხვევაში –
სასჯელის აღსრულების დაწყებისას, გარდა ფორსმაჟორული (კერძოდ, სტიქიური უბედურება, ავარია, ხანძარი, მასობრივი არეულობა, სამხედრო მოქმედები, კარანტინი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება) შემთხვევისა, ვალდებულია, ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფის, კერძოდ, ელექტრონული აპარატურის დამაგრების მიზნით, განახორციელოს ვიზიტი აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მითითებული მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე ან სასჯელის აღსრულების სხვა ადგილზე.
3. პრობაციის ოფიცერი ვალდებულია მსჯავრდებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს გააცნოს ელექტრონული აპარატურის გამოყენების ინსტრუქცია.
4. იმ შემთხვევაში, თუ სასჯელის აღსრულების ადგილას ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით სასჯელის აღსრულება, აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ოფიცერი ადგენს შესაბამის ოქმს (დანართი №3), რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის პრობაციის ბიუროს უფროსს.
5. ოქმის (დანართი №3) მიღებისთანავე პრობაციის ბიუროს უფროსი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს უფროსს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის აღსრულებისას ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
6. სააგენტოს უფროსი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მომართვის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
7. მსჯავრდებულის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში აღინიშნება მსჯავრდებულის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, სასჯელის აღსრულების ადგილი, ხოლო შინაპატიმრობისას –
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ხორციელდება ზედამხედველობა, ელექტრონულ აპარატურაში დამონტაჟებული სიმბარათის (ტელეფონის) ნომერი, ელექტრონული აპარატურის საიდენტიფიკაციო კოდი და პრობაციის ოფიცრის სახელი და გვარი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში დაფიქსირებას უზრუნველყოფს ელექტრონული ზედამხედველობის მართვის ცენტრზე პასუხისმგებელი თანამშრომელი.
9. ელექტრონული აპარატურის დამაგრებისას პრობაციის ოფიცერი ათვალიერებს სასჯელის აღსრულების ადგილს (შინაპატიმრობის შემთხვევაში, მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილს) და არსებული პირობების გათვალისწინებით მიმღებს განათავსებს გარე ზემოქმედებისაგან უსაფრთხო ადგილას, ისე რომ შესაძლებელი იყოს მიმღების მიერთება დენის წყაროსთან. პრობაციის ოფიცერი სასჯელის აღსრულების ადგილის (შინაპატიმრობის შემთხვევაში, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ფართის მიხედვით) განსაზღვრავს პერიმეტრს, რომელიც შეესაბამება სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის აღსრულების ადგილს. პერიმეტრის მონაცემები აღინიშნება მიმღებ მოწყობილობაში.
10. ელექტრონული აპარატურის (მიმღების) დამაგრების შემდგომ პრობაციის ოფიცერი სამაჯურს (გადამცემს) ამაგრებს მსჯავრდებულის ქვედა კიდურზე ისე, რომ შეუძლებელი იყოს სამაჯურის მოხსნა დაზიანების გარეშე. მიმღებისა და გადამცემის დამაგრების შემდეგ პრობაციის ოფიცერი ამოწმებს ელექტრონული აპარატურის მუშაობის გამართულობას და ელექტრონული ზედამხედველობის მართვის ცენტრზე პასუხისმგებელი თანამშრომლისგან ელექტრონული აპარატურის გამართულად მუშაობის დადასტურების მიღებისთანავე ადგენს ელექტრონული აპარატურის დამაგრების ოქმს (დანართი №4).
11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი პროცედურის დასრულების შემდეგ პრობაციის ოფიცერი წერილობით აფრთხილებს (დანართი №5) მსჯავრდებულის კანონიერ წარმომადგენელს მსჯავრდებულის ბრალეული ქმედების შედეგად ელექტრონული აპარატურის დაზიანების შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ. გაფრთხილება დასტურდება მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. თუ მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი უარს აცხადებს გაფრთხილების ხელმოწერაზე, დგება ოქმი უარის თქმის თაობაზე. მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის უარი ხელმოწერაზე არ ათავისუფლებს მას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
12. მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ვადის დასრულების ბოლო დღეს პრობაციის ოფიცერი ვალდებულია უზრუნველყოს დამაგრებული ელექტრონული აპარატურის მოხსნა, რის თაობაზეც დგება ოქმი ელექტრონული აპარატურის მოხსნის შესახებ (დანართი №6).
13. იმ შემთხვევაში, თუ სასჯელის ვადის დასრულების ბოლო დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, პრობაციის ოფიცერი ელექტრონულ აპარატურას ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით მოხსნის სასჯელის ვადის დასრულების წინა სამუშაო დღეს.
მუხლი 4🔗. სამაჯურის (გადამცემის) დროებით მოხსნა
1. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენელის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, პრობაციის ოფიცერს, პრობაციის ბიუროს უფროსთან შეთანხმებით, შეუძლია მსჯავრდებულს დროებით მოხსნას სამაჯური (გადამცემი), რის თაობაზეც დგება სამაჯურის (გადამცემის) დროებით მოხსნის შესახებ ოქმი (დანართი№7).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოქმში აღინიშნება სამაჯურის (გადამცემის) მოხსნის დრო და ვადა, რომლის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა პრობაციის ოფიცერი ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულისათვის სამაჯურის (გადამცემის) დამაგრება.
მუხლი 5🔗. ელექტრონული ზედამხედველობის მართვის ცენტრი
1. ელექტრონული ზედამხედველობის მართვის აპარატურა განთავსებულია სააგენტოში მდებარე ელექტრონული ზედამხედველობის მართვის ცენტრში (შემდგომში –
მართვის ცენტრი), რომელიც არის სათანადო წესით დაცული ოთახი.
2. მართვის ცენტრიდან ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლების მიერ უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში.
3. ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში ასახული შეტყობინების შესახებ ინფორმაცია გადაეცემა საქმისმწარმოებელ პრობაციის ოფიცერს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გამომწვევი მიზეზის გადამოწმება შეიძლება განხორციელდეს როგორც ტელეფონით, ისე მსჯავრდებულის მისამართზე ვიზიტის განხორციელებით. შემოწმების შედეგები აისახება ოქმში (დანართი №8).
5. თუ შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ადგილი აქვს მსჯავრდებულის მიერ ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პერიმეტრის დარღვევას ან/და ამავე მიზნით აპარატურის დაზიანებას, მსჯავრდებულის მიმართ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
დანართი №2
ელექტრონული აპარატურის აღრიცხვის ჟურნალი
მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი
გადამცემის საიდენტიფიკაციო ნომერი
პრობაციის ოფიცრისათვის გადაცემის თარიღი
პრობაციის ოფიცრის სახელი და გვარი
პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა
პრობაციის ბიუროს უფროსის ხელმოწერა
პრობაციის ბიუროს უფროსისათვის დაბრუნების თარიღი
პრობაციის ოფიცრის სახელი და გვარი
პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა
პრობაციის ბიუროს უფროსის ხელმოწერა
დანართი №3
ოქმი
ელექტრონული აპარატურის გამოყენების შეუძლებლობის შესახებ
_______________ ,,____” _______________ 20__წ.
ოქმის შედგენის ადგილი ოქმის შედგენის თარიღი
მე, პრობაციის ოფიცერმა ___________________________ (სახელი და გვარი) ელექტრონული აპარატურის დამაგრების მიზნით, განვახორციელე ვიზიტი მსჯავრდებილის _________________________________ (სახელი და გვარი) სასჯელის აღსრულების ადგილზე/საცხოვრებელ მისამართზე:
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
(რეგიონი/რაიონი, მისამართი)
განხორციელებული მოქმედების შინაარსი
____________________________________________________________________________

ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შეუძლებლობის მიზეზი:
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
____________________________________________________________________________
ოქმი შედგენილია ჩემ მიერ 20 ____ წლის _________________ _____ საათსა და ____ წუთზე.
ოქმში აღნიშნული მონაცემები სწორია, რასაც ვადასტურებთ ხელმოწერით
ელექტრონული ზედამხედველობის ცენტრზე პასუხისმგებელი თანამშრომლის სახელი და გვარი:
______________________________________________________________________________
პრობაციის ოფიცერი: _______________________
მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი: ___________________________________
დანართი №4
ოქმი
ელექტრონული აპარატურის დამაგრების შესახებ
_______________,,____” _______________20__წ.
ოქმის შედგენის ადგილი ოქმის შედგენის თარიღი
მე, პრობაციის ოფიცერმა ___________________________ (სახელი და გვარი) ელექტრონული აპარატურის დამაგრების მიზნით, განვახორციელე ვიზიტი მსჯავრდებულის _________________________________ (სახელი და გვარი) სასჯელის აღსრულების ადგილზე/საცხოვრებელ მისამართზე:
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
(რეგიონი/რაიონი, მისამართი)
მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
____________________________________________________________________________
განხორციელებული მოქმედების შინაარსი
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
ოქმი შედგენილია ჩემ მიერ 20 ____ წლის _________________ _____ საათსა და ____ წუთზე.
ოქმში აღნიშნული მონაცემები სწორია, რასაც ვადასტურებთ ხელმოწერით
ელექტრონული ზედამხედველობის ცენტრზე პასუხისმგებელი თანამშრომლის სახელი და გვარი:
______________________________________________________________________________
პრობაციის ოფიცერი: _______________________
მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი: ___________________________________
დანართი №5
მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული აპარატურის დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის გაფრთხილების ფორმა
პრობაციის ოფიცრის სახელი და გვარი: _______________________________________________
მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის:
სახელი და გვარი_____________________________________
დაბადების თარიღი_____________________________________
პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)_____________________________________
გაფრთხილებული ვარ, რომ მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული აპარატურის დაზიანების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მეკისრება მე, როგორც მსჯავრდებულის კანონიერ წარმომადგენელს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.
კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა: _________________________________________
თარიღი: _______________________
(თუ კანონიერი წარმომადგენელი უარს აცხადებს გაფრთხილების ფორმის ხელის მოწერაზე, კეთდება ჩანაწერი უარის თქმის მიზეზის მითითებით)
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
გავაცანი: ___________________________________________
(პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა)
თარიღი: _______________________
დანართი №6
ოქმი
ელექტრონული აპარატურის მოხსნის შესახებ
_______________ ,,____” _______________20__წ.
ოქმის შედგენის ადგილი ოქმის შედგენის თარიღი
მე, პრობაციის ოფიცერმა ___________________________ (სახელი და გვარი) ელექტრონული ზედამხედველობის აპარატურის მოხსნის მიზნით, განვახორციელე ვიზიტი მსჯავრდებულის _________________________________ (სახელი და გვარი) სასჯელის აღსრულების ადგილზე/საცხოვრებელ მისამართზე:
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
(რეგიონი/რაიონი, მისამართი)
მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ____________________________________________________________________________

ოქმი შედგენილია ჩემ მიერ 20 ____ წლის ________________ _____ საათსა და ____ წუთზე.
ოქმში აღნიშნული მონაცემები სწორია, რასაც ვადასტურებთ ხელმოწერით
პრობაციის ოფიცერი: _______________________
მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი: ___________________________________
დანართი №7
ოქმი
სამაჯურის (გადამცემის) დროებით მოხსნის შესახებ
_______________ ,,____” _______________20__წ.
ოქმის შედგენის ადგილი ოქმის შედგენის თარიღი
მე, პრობაციის ოფიცერმა ___________________________ (სახელი და გვარი), განვახორციელე სამაჯურის (გადამცემის) დროებითი მოხსნა მსჯავრდებულის _________________________________ (სახელი და გვარი) მიმართ.
სამაჯურის (გადამცემის) მოხსნა განხორციელდა:
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
(რეგიონი/რაიონი, მისამართი)
მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი):
____________________________________________________________________________
განხორციელებული მოქმედების მიზეზი და გადამცემის მოხსნის ვადა
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
ოქმი შედგენილია ჩემ მიერ 20 ____ წლის _______________ _____ საათსა და ____ წუთზე.
ოქმში აღნიშნული მონაცემები სწორია, რასაც ვადასტურებთ ხელმოწერით
პრობაციის ოფიცერი: _______________________
მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი: ___________________________________
დანართი №8
ოქმი
შემოწმების შედეგების შესახებ
_______________ ,,____” _______________20__წ.
ოქმის შედგენის ადგილი ოქმის შედგენის თარიღი
მე, ___________________________ (ოქმის შემდგენის სახელი და გვარი) ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში ასახული შეტყობინების გამომწვევი მიზეზის შემოწმების მიზნით, განვახორციელე შემოწმება __________________________________________________
____________________________________________________________________________
(შემოწმების ფორმა), რის შედეგადაც გამოირკვა, რომ ____________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
(შემოწმების შედეგი).
მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ____________________________________________________________________________
ოქმი შედგენილია ჩემ მიერ 20 ____ წლის _________________ _____ საათსა და ____ წუთზე.
ოქმში აღნიშნული მონაცემები სწორია, რასაც ვადასტურებთ ხელმოწერით
მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი: ___________________________________
(კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა საჭიროა, თუ შემოწმება განხორციელდა მსაჯვრდებულის საცხოვრებელ ადგილზე)
ოქმის შემდგენი პირი: __________________________________