ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 |
|
2015 წლის 25 დეკემბერი ქ. ამბროლაური |
|
2. პროგრამის მიზნებია ეკონომიკურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა; ახალშობილთა, მრავალშვილიანი, მარჩენალდაკარგული ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ვეტერანთა, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების, 90 წლის და ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეების, მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი ბავშვების სოციალური დაცვა და ფინანსური დახმარება; უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო ოჯახების და მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება.
ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;
ბ) ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
გ) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფინანსური დახმარება;
ე) ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება
ვ) მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება;
ზ) მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
თ) უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა;
ი) მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების ფულადი პრევენცია;
კ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ლ) 90 წლისა და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
მ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება;
ნ) ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება.
ა) ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა მონაცემების ერთიან ბაზაში არ აღემატება 65 000-ს;
ბ) მარჩენალდაკარგულ ბავშვებს;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც საჭიროებს მომვლელს;
2. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურებით დაინტერესებულმა პირმა (მოსარგებლემ) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე:
ა.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე:
ბ.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.დ) მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ.ე) მარჩენალის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე:
გ.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ.გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სსე აქტის ამონაწერი) ასლი, სადაც მითითებული იქნება, რომ მოსარგებლე ,,საჭიროებს მომვლელს“.
3. მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ მასალებს სამსახური დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას.
4. კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.
5. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მოსარგებლეთა უფასო კვების ობიექტში ჩარიცხვის შესახებ.
6. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში (მისამართი ქ. ამბროლაური, ვ. კობახიძის ქ. №4) ყოველდღიურად, კვირისა და სადღესასწაულო დღეების გარდა.
7. კვება ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქის მერსა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
2. პირველ ახალშობილზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო მეორე და ყოველ მომდევნო ახალშობილზე 50 ლარით მეტი.
3. ტყუპი ახალშობილების შემთხვევაში 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობითю
4. თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება წარმოეშვება ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარებების ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით – მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპით.
5. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ახალშობილის და მისი და-ძმების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ახალშობილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა (ომის მონაწილეები) სარიტუალო მომსახურება;
2. მერიაში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში);
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ზ) ნოტარიულად დადასტურებული მოწმეთა ჩვენება დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) მიერ უპატრონო გარდაცვლილი მოქალაქის უკვდავყოფის (დაკრძალვის) ხარჯების გაწევის/გასაწევის თაობაზე;
3. სარიტუალო მომსახურებისათვის განმცხადებელს გაეწევა დახმარება 350 (სამას ორმოცდაათი) ლარით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვ.პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერნთა (ომის მონაწილეები) სარიტუალო მომსახურება დაფინანსდება 300 (სამასი) ლარით.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ა) 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს თვეში 100 ლარის ოდენობით;
ბ) მძიმე დაავადების შშმ პირებს:
ბ.ა) შშმ პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას (ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი, ტეტრაპლეგია, ჰემიპლეგია, მყარი ნარჩენი მოვლენები მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზით), თვეში 100 ლარის ოდენობით;
ბ.ბ) შშმ სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფებს (სიმსივნე IV სტადია, ასციტი, ლეიკემია, შიზოფრენია), თვეში 100 ლარის ოდენობით;
გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლოებს, თვეში 100 ლარის ოდენობით.
2. დახმარება გაიცემა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენისას:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის/წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შშმ ბავშვისთვის – ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
ე) შშმ ბავშვისთვის – ბავშვის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. მოქლაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ზიანის დადგომიდან ათი დღის ვადაში;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ) აქტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქალაქ ამბროლაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან;
ე) საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან, რომელშიც მითითებული იქნება ხანძრის შედეგად დაზარალებული სახლის ფაქტობრივი მფლობელი, რაც დადასტურდება 2 მოწმის მიერ ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებით.
3. სადავო საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალისათვის დამატებით უნდა წარმოადგინოს საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ მასალებს სამსახური დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას.
5. დახმარების თანხა გაიცემა კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოცემული მერის ბრძანებით.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
7. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.
ა) სამშვილიანი ოჯახები – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
ბ) ოთხი და მეტ შვილიანი ოჯახები – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. სოციალურად დაუცველი ის მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000 და ნაკლებია, ერთჯერად ფულად დახმარებასთან ერთად ყოველთვიურად მიიღებენ თითოეულ ბავშვზე 50 ლარს.
3. ყოველთვიური დახმარება არ გაიცემა იმ ბავშვზე:
ა) რომელიც სარგებლობს ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით (სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში) დადგენილი მიზნობრივი ფულადი დახმარებით.
ბ) რომელიც უკვე სარგებლობს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებით (დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა) განსაზღვრული ფულადი დახმარებით.
4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მშობლების/მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის – ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) გარდაცვალების მოწმობა (იმ შემთხვევაში, თუ მშობელი გარდაცვლილია);
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ა) ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – მშობელზე, ბავშვების რაოდენობის მიხედვით. გათვალისწინებულია 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი თითო ბავშვზე.
ბ) ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – წარმომადგენელზე, ბავშვების რაოდენობის მიხედვით. გათვალისწინებულია გაორმაგებული თანხა – 500 (ხუთასი) ლარი თითო ბავშვზე.
2. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) დახმარების მოთხოვნის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი/ასლები;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ (დედ-მამით ობოლი ბავშვის შემთხვევაში);
ე) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ა) სტიქიური უბედურების შედეგად დარჩნენ უსახლკაროდ და არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი;
ბ)არიან სოციალურად დაუცველები, არ გააჩნიათ საცხოვრებელი და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით შემოსულ განცხადებებს სამსახური თანდართულ დოკუმენტაციასთან და დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისთვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოცილურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას, რომლის ფუნქციებიც განსაზღვრულია მერის ბრძანებით.
3.საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაიცემა ქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის ფულადი კომპენსაცია არაუმეტეს თვეში 200 (ორასი) ლარისა.
4. ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დოკუმენტის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (სოციალურად დაუცველებისთვის);
დ) საცხოვრებელი ფართობის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
ე) ქირავნობის ხელშეკრულება;
ვ) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ოჯახის უსახლკარობის შესახებ.
2. ქვეპროგრამის ღონისძიებებია სააღმზრდელო დაწესებულებებში მოხვედრის რისკის აცილების ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენციის მიზნით ფულადი სოციალური დახმარების გაწევა.
3.მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების ფულადი პრევენციის ქვეპროგრამა განხორციელდება მერიის შესაბამისი სამსახურისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამხარეო ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.
4. ყოველთვიური დახმარება არ გაიცემა იმ ბავშვზე, რომელიც:
ა) სარგებლობს ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით (სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში) დადგენილი მიზნობრივი ფულადი დახმარებით.
ბ) უკვე სარგებლობს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებით (დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა) განსაზღვრული ფულადი დახმარებით
5. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულ, მიუსაფარ ბავშვზე გაიცეს ფულადი დახმარება:
ა) ჯანმრთელ ბავშვზე – 110 (ას ათი) ლარი;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე – 130 (ას ოცდაათი) ლარი.
6. დახმარების მიმღებმა ოჯახმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის/მოწმობების ასლები;
დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.
ე) საბანკო ანგარიში.
ა) ომის მონაწილეზე/ინვალიდზე – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
ბ) სხვა დანარჩენ კატეგორიაზე – 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობა;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. თანხა გაიცემა ყველა იმ ბენეფიციარზე, რომელსაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეუსრულდა 90 და მეტი წელი (საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში ბენეფიციარის კუთვნილი თანხა გადაეცემა მის ოჯახს).
3. 90 და მეტი ასაკის მოქალაქის ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
4. დახმარების მიმღებმა პირმა/წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში);
დ) საბანკო ანგარიში;
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. საშეშე მერქანი გაიცემა ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000-ს.
3. საშეშე მერქანი თითოეულ ოჯახზე გაიცემა არა უმეტეს 5 მ3 -სა.
4. დაინტერესებულმა პირმა საშეშე მერქნის მისაღებად უნდა მიმართოს ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით და წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება მინიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ე) მარჩენალდაკარგულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ.
5. საშეშე მერქნის გაცემისას უპირატესობა მიენიჭება მარტოხელა, მრავალშვილიან ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებსა და ასევე ოჯახს, სადაც ცხოვრობენ დედ-მამით ობოლი ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.
6. ქვეპროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ქ.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
7. ქვეპროგრამის ადმინისტრირებას და კონტროლს თავიანთი კომპენტენციის ფარგლებში ახორციელებენ ქ. ამბროლაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძაგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურები.
8. საშეშე მერქნით დახმარების მიღების თაობაზე ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას, რომლის ფუნქციებიც განსაზღვრულია მერის ბრძანებით.
9. ოჯახებს საშეშე მერქანი მიეწოდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერსა და მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
ა) თანხა აუნაზღაურდებათ მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტებს;
ბ) ქალაქ ამბროლაურში მცხოვრებ ოჯახებს (აბონენტებს) დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება აუნაზღაურდებათ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფაქტობრივი დანახარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 5 ლარისა;
გ) ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულებას მუნიციპალიტეტი ჩაურიცხავს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, ოჯახების (აბონენტების) მიერ ელექტროენერგიის ხარჯის გაწევის თვის მომდევნო თვეში, ქალაქ ამბროლაურის მერიასა და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის ყოველთვიური ორმხრივად გაფორმებული შედარების აქტის საფუძველზე;
დ) ამ მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში ოჯახი (აბონენტი) მიმართავს შესაბამისი განცხადებით ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს.
2. პროგრამით მოსარგებლეზე, რომელსაც ყოველთვიური დახმარების მიღების უფლება წარმოეშობა რამოდენიმე ქვეპროგრამით (გარდა მე-16 მუხლით გათვალისწინებული დახმარებისა), განსაზღვრულია მხოლოდ ერთი ყოველთვიური დახმარების მიცემა, უპირატესის პრინციპის დაცვით.
3. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.
4. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მერის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, გარდა მე-16 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესი
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.გ“ ქვეპუნქტისა, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №62 დადგენილება ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და მისი გაცემის წესი“(www.matsne.gov.ge; 30/12/2014წ; სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.172. 016062.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
დანართი N13. საშეშე მერქანი თითოეულ ოჯახზე გაიცემა არა უმეტეს 5 მ3 -სა.
4. დაინტერესებულმა პირმა საშეშე მერქნის მისაღებად უნდა მიმართოს ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით და წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება მინიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში); ე) მარჩენალდაკარგულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში); ვ) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 5. საშეშე მერქნის გაცემისას უპირატესობა მიენიჭება მარტოხელა, მრავალშვილიან ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებსა და ასევე ოჯახს, სადაც ცხოვრობენ დედ-მამით ობოლი ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. 6. ქვეპროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ქ.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. 7. ქვეპროგრამის ადმინისტრირებას და კონტროლს თავიანთი კომპენტენციის ფარგლებში ახორციელებენ ქ. ამბროლაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძაგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურები. 8. საშეშე მერქნით დახმარების მიღების თაობაზე ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას, რომლის ფუნქციებიც განსაზღვრულია მერის ბრძანებით. 9. ოჯახებს საშეშე მერქანი მიეწოდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერსა და მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით. მუხლი 16. ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება ქალაქ ამბროლაურში მცხოვრებ ოჯახებს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება აუნაზღაურდებათ შემდეგი პრინციპით:ა) თანხა აუნაზღაურდებათ მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტებს;
ბ) ქალაქ ამბროლაურში მცხოვრებ ოჯახებს (აბონენტებს) დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება აუნაზღაურდებათ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფაქტობრივი დანახარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 5 ლარისა;
გ) ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულებას მუნიციპალიტეტი ჩაურიცხავს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, ოჯახების (აბონენტების) მიერ ელექტროენერგიის ხარჯის გაწევის თვის მომდევნო თვეში, ქალაქ ამბროლაურის მერიასა და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის ყოველთვიური ორმხრივად გაფორმებული შედარების აქტის საფუძველზე;
დ) ამ მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში ოჯახი (აბონენტი) მიმართავს შესაბამისი განცხადებით ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 17. პროგრამის შესრულების ვადა პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 18. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები3. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.
4. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მერის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, გარდა მე-16 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.