აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
გამომცემი ორგანო აჟარის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.102.016133
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,778 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2015 მიღება
01.01.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 23.12.2025 ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 15.01.2026 ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.12.2025 გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 19.12.2014 გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისწესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 08.01.2016

დოკუმენტის ტექსტი

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2015 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტისა  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის თანდართული წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის  №29 დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016  წლის 1 იანვრიდან. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი დანართი №1 აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის ან/და მოქალაქეებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 1🔗. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წარმომადგენელმა (მშობელმა, მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაწერი/ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან. გ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების შემთხვევაში ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;      ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი),  ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა;      ზ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 2🔗. ოპერაციების თანადაფინანსება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების ოპერაციები და მასთან დაკავშირებული მედიკამენტოზური მკურნალობის ხარჯები. 2. ამ მუხლით განსაზღვრული დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რაც არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. 3. დახმარების მისაღებად პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა)  განცხადება გამგებლის სახელზე; ბ)  განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე; ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, ხოლო მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში - სააფთიაქო დაწესებულებიდან. 4. . ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან/და აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 3🔗. ზემო აფხაზეთიდან  იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის სპეციალური სავარძლით (ეტლი) დახმარება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის შეძენილ იქნება სპეციალური სავარძელი (ეტლი), რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) გამცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სპეციალური სავარძლის საჭიროების შესახებ; 3. სპეციალური სავარძლის გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 4🔗. ზემო აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლოგინად ჩავარდნილი პირებისათვის სპეციალური სამედიცინო მოწყობილობით (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი) დახმარება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რომელთაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ლოგინიდან ადგომა შეძენილი იქნება სპეციალური სამედიცინო მოწყობილობა (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი) რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) გამცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს არ შეუძლია საწოლიდან დამოუკიდებლად ადგომა. 3. ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბის გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 5🔗. ონკოლოგიურად დაავადებულ პირთა დახმარება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების მკურნალობის, დიაგნოსტიკის და დაავადებასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და მედიკამენტების ხარჯები. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. 3. დახმარების მისაღებად ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე; ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, ხოლო მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში - სააფთიაქო დაწესებულებიდან. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან/და აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 6🔗. განსაკუთრებულ პირობებში და გადაუდებელ შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა 1.  აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით ანაზღაურდება, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ბავშვების (0-10 წლამდე), სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, სარეაბილიტაციო პროცედურები, უცილებელი მედიკამენტების შეძენა, დაავადებათა შემდგომი პრევენცია) ხარჯები, მათთვის განსაკუთრებულ პირობებში და გადაუდებელ შემთხვევაში, ჯანმრთელობის მოშლის ისეთი ფორმის არსებობისას, როდესაც მათი სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალია, ან/და, როდესაც სახეზეა დაინვალიდების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების აშკარა და გარდაუვალი საფრთხე და რასაც უპირობოდ უკავშირდება დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების აუცილებელი განხორციელება. 2. დახმარების მისაღებად პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე; ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 7🔗. მარტოხელა პენსიონერების დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში  და არიან მარტოხელა პენსიონერები. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)  პირადობის მოწმობის ასლი; გ)  განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველის ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ე)  საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;  3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 8🔗. ხანდაზმულთა  (80 და მეტი წლის) სოციალური დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული  80-დან 100 წლამდე ასაკის პირები. 2. ერთჯერად (500 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი. 3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 9🔗. მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარჩენალდაკარგული პირები. 2.  მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) ცნობა მარჩენალის გარდაცვალების შესახებ; ე) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 10🔗. მარტოხელა მშობლის დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარტოხელა დედები/მამები. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ე) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი ან/და შესაბამისი დოკუმენტი სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან; ვ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 11🔗. ახალშობილთა (მე-3, მე-4, მე-5 და ა.შ.) ბავშვების დაბადებისათვის ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად (მე-3 ბავშვის დაბადებისათვის 200 ლარის ოდენობით, მე-4 ბავშვის დაბადებისათვის 400 ლარის ოდენობით და ა.შ. ყოველ შემდგომ ბავშვზე 200 ლარით მეტი) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და რომელთაც შეეძინათ მე-3 და ყოველი შემდგომი ახალშოლი. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ახალშობილ(ებ)ის და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. ე) ქორწინების მოწმობის ასლი (მშობლების ქორწინების არსებობის შემთხვევაში); ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 12🔗. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) ფულად დახმარებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში  და ჰყავთ 18-წლამდე ასაკის სამი შვილი, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 50 ლარით მეტს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; ე)  ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ)  საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 13🔗. 2001-2016  წელებში  დაბადებული დევნილი ბავშვების დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 2001-2016 წლებში დაბადებული ბავშვები.  1 ან 2 ბავშვის შემთხვევაში – 1 სასაქონლე პაკეტით, 3 ან 4 ბავშვის შემთხვევაში – 2 სასაქონლე პაკეტით, ხოლო 5 ან მეტი ბავშვის შემთხვევაში – 3  სასაქონლე პაკეტით.   2. დახმარება გაეწევათ საახალწლოდ თითოეულს  არაუმეტეს 55 ლარის ღირებულების სასაქონლე პაკეტით, სოციალური  დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3.  დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების  აქტის გაფორმებით. მუხლი 14🔗. დევნილი პირველკლასელი ბავშვებისათვის სასკოლო ჩანთებით დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ პირველკლასელი ბავშვები. 2. დახმარება გაეწევათ თითოეულს 35 ლარის ღირებულების სასკოლო ჩანთით, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 15🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 1. ერთჯერად (1500 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი (0-დან 18 წლამდე) იძულებით გადაადგილებულ ბავშვები. 2.  დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ან მზრუნველის ვინაობის შესახებ; დ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 16🔗. ომში დაინვალიდებულ პირთა ერთჯერადი დახმარება 1.  ერთჯერად (1000 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ 1992 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში საომარი მოქმედებისა და სამხედრო დავალების შესრულების დროს მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად დაინვალიდებული (კიდურების: ხელის, ფეხის ამპუტაცია/დაკარგვა) პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.  2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) გამცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაწერი/ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან. ე) საბრძოლო მოკვლევა (სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ საომარი მოქმედების ან სამხედრო დავალების შესრულების დროს სხეულის შესაბამისი ნაწილის დაკარგვა/ამპუტაცია). დ)  განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 17🔗. ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების დახმარება 1. ერთჯერადი (500 ლარის ოდენობით) ფინანსური დახმარება გაეწევათ ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები: ა) ომში დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნევის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი; გ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი),  ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა; დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. ვ) პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 18🔗. კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებისათვის გაზის გამათბობლით დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და აქვთ ბუნებრივი აირი. 2. დევნილი ოჯახებისათვის მოხდება (ოჯახზე ერთი) გაზის გამათბობლის შეძენა თითოეულის საცხოვრებელი ბინის ფართობის გათვალისწინებით, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 19🔗. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ხარჯები. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის საფუძველზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს (ერთი ოჯახისათვის) 400 ლარს. 3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ოჯახის წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) ანგარიშფაქტურა ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელ ორგანიზაციიდან; ე) ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიში; ვ) ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმებული დევნილთა სამინისტროსთან ან ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.  4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 20🔗. კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებისათვის წყლის ავზით დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კერძო სექტორში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. 2. დევნილი ოჯახებისათვის მოხდება (ოჯახზე ერთი) წყლის ავზის შეძენა  სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3.   დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 21🔗. კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებისათვის წყლის მილებით დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კერძო სექტორში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. 2. დევნილი ოჯახებისათვის მოხდება წყლის მილების შეძენა  სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 22🔗. ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში არსებული კერძო სახლებისა და დამხმარე შენობა - ნაგებობების გადასახური სამშენებლო მასალის შეძენა 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად განხორციელდება, ამავე  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირთა საკუთრებაში არსებული კერძო სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების გადასახური სამშენებლო მასალის შეძენა და გადაცემა. 2. შესაძენი სამშენებლო მასალის ღირებულების ოდენობა (არაუმეტეს 1500 ლარის ღირებულების) განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ ადგილზე შედგენილი დათვალიერების ოქმის და სათანადო აქტის საფუძველზე. 3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) გამცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. გამონაკლის შემთხვევაში, სამშენებლო მასალის შეძენა განხორციელდება შესაბამისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არქონისას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა დევნილი პირის მიერ კერძო სახლის საკუთრებაში არსებობის უტყუარი და ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერად მოპოვების საფუძვლები, რაც დასტურდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერით, მოწმეთა ჩვენებებით, სხვა მტკიცებულებებით (კომუნალური მომსახურების ხარჯების გადახდის შესახებ ქვითარი, ხელშკრულება/გარიგება უძრავი ქონების შეძენის შესახებ) და რომლითაც უპირობოდ დგინდება საცხოვრებელი კერძო სახლის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებათა ერთიანობა და როდესაც არ არსებობს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები. მუხლი 23🔗. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების სწავლების თანადაფინანსება 1. ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს/მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, გაეწევათ დახმარება სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი/მოსწავლე სწავლის თანადაფინანსებას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სწავლობს ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე აკრედიტებულ პროგრამაზე ან მასში შემავალ ქვეპროგრამაზე: ა) აგრარული მეცნიერებანი: ა.ა) ვეტერინარია; ა.ბ) აგრონომია; ა.გ) სასურსათო ტექნოლოგია; ა.დ) მეცხოველეობა; ა.ე) სატყეო საქმე; ბ) ინჟინერია: ბ.ა) აგროინჟინერია; ბ.ბ) ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია; ბ.გ) გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება; ბ.დ) მშენებლობა; ბ.ე) ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; ბ.ვ) მასალათმცოდნეობა; ბ.ზ) სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია; ბ.თ) ტრანსპორტი; ბ.ი) მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია; გ) განათლება: გ.ა) განათლების მეცნიერებები; გ.ბ) მასწავლებლის განათლება; დ) ხელოვნება: დ.ა) სახვითი ხელოვნება; დ.ბ) დიზაინი; დ.გ) ქორეოგრაფიული ხელოვნება; დ.დ) სამუსიკო ხელოვნება; ე) ჯანდაცვა: ე.ა) სტომატოლოგია; ე.ბ) ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია; ე.გ) საექთნო საქმე (ექთანი); ე.დ) ფარმაცია; ე.ე) მედიცინა. 2. თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა/მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა)   განცხადება გამგებლის სახელზე; ბ)   განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) ცნობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ; ე)   ცნობა სწავლის საფასურის შესახებ; ვ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. მუხლი 24🔗. მაგისტრატურის, რეზიდენტურის ან/და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების  (პროფესიული მზადება) პროგრამაში რიცხულ პირთა ერთჯერადი დახმარება 1. ავტორიზებული სასწავლებლებისა  და აკრედიტებული დაწესებულებების მაგისტრატურის, რეზიდენტურის ან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამაში რიცხულ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, გაეწევათ დახმარება სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით,  წელიწადში არაუმეტეს 1125 ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) ცნობა შესაბამისი ავტორიზებული დაწესებულებიდან პირის მაგისტრატურაში, რეზიდენტურაში ან რეზიდენტურის ალტერნატული დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამაში  ჩარიცხვის/სწავლის შესახებ; ე) შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; მუხლი 25🔗. კულტურისა და სპორტის სფეროში წარჩინებული ახალგაზრდების დახმარება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად (არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობისა) ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე, წარჩინებული ახალგაზრდების რესპუბლიკურ და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის ხარჯები.  2. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად (არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობისა) ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული იმ წარჩინებული ახალგაზრდების სწავლება, რომლებიც ირიცხებიან კულტურულ ან სპორტულ სპეციალიზებულ სკოლებში.  ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე; დ) სწავლის ან გამგზავრების დამადასტურებელი დოკუმენტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 26🔗. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი მოქალაქეების დახმარება 1.  ერთჯერად  (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლებად და რომელთა სარეიტინგო ქულა 30001-ზე ნაკლებია. ამავე საფუძვლებით და პირობებით, ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (ოჯახების უფლებამოსილი წარმომადგენელი), რომელთა სარეიტინგო ქულა 30001 და  მეტია, მაგრამ 57001-ზე ნაკლებია და ასევე 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი მოქალქეები, (ოჯახების უფლებამოსილი წარმომადგენელი) რომელთა სარეიტინგო ქულა 57001 და მეტია, მაგრამ 65001-ზე ნაკლებია. 2.    მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) უფლებამოსილი პირის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში მითითებული ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე. დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ე)    ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 27🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, სარიტუალო მომსახურება. 2.  მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის (ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) დევნილის მოწმობის ასლი, ახლო ნათესავის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი,  ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3.   თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. თავი II სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 28🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3.სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილ სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის აღმოფხვრის მოთხოვნით. მუხლი 29🔗. სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა 1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი; 2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს. 3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს ჯგუფის რომელიმე წევრს. 4. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ. 5. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 6. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე. მუხლი 30🔗. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნა, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვნობის დადგენა და ა.შ. მუხლი 31🔗. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები 1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში. 3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი. 5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 32🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. თავი III დასკვნითი დებულებები მუხლი 33🔗. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა სოციალური დახმარების მიმღებ (ბენეფიციარი) პირს შეუძლია ერთჯერადად ისარგებლოს ამ წესის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარებით.