სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ანგარიში
(2015 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე)
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში ,,ცენტრი“) შეიქმნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №162 დადგენილების საფუძველზე. ცენტრი 2015 წლის განმავლობაში თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის თავისუფლების პრინციპების დაცვის შესაბამისად.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნები ძირითადად შეეხებოდა საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული პრემიების რაოდენობას, საშტატო ნუსხას, შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობას, გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ შესყიდვებისა და ტენდერების შესახებ ინფორმაციას, მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების ჩამონათვალს, ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი აქტების შესახებ ინფორმაციასა და დანიშვნის ბრძანებებს, ასევე ცენტრის ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ცენტრის სარეკლამო რგოლებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მეცნიერული კვლევები შედეგად მიღებული მოსავლის შესახებ ინფორმაციას. საჯარო ინფორმაციის გაცემისას დაცული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 40-ე მუხლით გათვალისწინებული ვადები.
2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით ცენტრში შემოსული იყო 11 განცხადება/წერილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. აქედან ყველა სრულად დაკმაყოფილდა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის იურიდიული სამმართველოს უფროსი მაკა სალხინაშვილი, მისი არყოფნის დროს კი ამავე ცენტრის იურიდიული სამმართველოს უფროსის მ/შ გიორგი ხაზარაძე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და შესაბამისი პირების მიმართ დისციპლინარული ღონისძიებების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა.