პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №175
სარეგისტრაციო კოდი 100050000.22.038.016590
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.05.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში არასრულწლოვანის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი სუბიექტების, მათ მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსების/წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №175
2015 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების წესი დანართი №1-ის სახით.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა დანართი №2-ის სახით.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 მაისის №80 ბრძანება.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
დანართი №1
პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი ადგენს პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის გაფრთხილების წესს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
2. ეს წესი მიზნად ისახავს აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულთა წინასწარ გაფრთხილებას შესაბამის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში (შემდგომში –
პრობაციის ბიურო) გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
მუხლი 2🔗. მსჯავრდებულის გაფრთხილება
1. აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია პენიტენციური ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან გასვლამდე მსჯავრდებული, ამ ბრძანებით დადგენილი ფორმით, წერილობით გააფრთხილოს პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
2. გაფრთხილების დოკუმენტის ასლი ეგზავნება შესაბამის პრობაციის ბიუროს.
დანართი №2
გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა
____________________________________________________________ ____________________
(პენიტენციური/თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება) (თარიღი)
_____________________________________________________________________________________
(მსჯავრდებულის სახელი, გვარი)
______________________________________________________
(მსჯავრდებულის დაბადების თარიღი)
______________________________________________________
(მსჯავრდებულის პირადი ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ვიღებ ვალდებულებას, აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, გამოვცხადდე აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მითითებულ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით ჩემს უფლებამოვალეობათა გაცნობისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მიერ ჩემს მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.
ვაცნობიერებ, რომ დადგენილ ვადაში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობა არის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი, რის თაობაზე გაფრთხილებასაც ვადასტურებ ხელმოწერით.
______________________________
(მჯავრდებულის ხელმოწერა)
გავაცანი: __________________________________________
(აქტის მიმღები ორგანოს უფლებამოსილი პირი)