ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№140/2
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში

 

    2015 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია 17 კორესპოდენცია  საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. კერძოდ:

- ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 01.10.12 წლიდან დღემდე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების შესახებ;

- ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 01.10.2012 წლიდან დღემდე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების შესახებ;

- 2010-დან 2015 წლებში მოქმედი, საკრებულოს საშტატო განრიგისა და მისი დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტების ასლებს;

- 2014-2015 წლის განმავლობაში საკრებულოში შტატით და შტატგარეშე მომუშავე პირებზე მიღებული პრემიების, ჯილდოების,სახელფასო დანამატების საერთო მოცულობის შესახებ;

- 2014-15 წლებში საკრებულოში გათავისუფლებულ პირთა შესახებ;

- საკრებულოში სამსახურის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციისა და შტატების გაუქმების შესახებ;

- წერილობითი შეკითხვა 2013-14 წლებში საკრებულოში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ და ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ;

-  1998-2006 წლებში საკრებულოს წევრებზე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, სამართლებრივი საფუძვლის მითითებით;

-  2014 – 15 წლების ასპინძის მუნიციპალიტეტის საკებულოს სხდომის ოქმების ქსეროასლების მოთხოვნის შესახებ;

-  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი ფრაქციების და მათი წესდებების შესახებ;

- 2015 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების (კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალის, თითოეულზე დახარჯული თანხის, ღონისძიების ჩატარების დროის და ადგილის მითითებით) თაობაზე;

- 2015 წელს საკრებულოს მიერ გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული

- შესყიდვების სია (შესყიდვის სახეობის, მოცულობის,ობიექტისა და თანხის მითითებით);

- 2015 წელს საკრებულოს მიერ ავტომობილების შესყიდვების შესახებ;

- 2003-2015 წლებში მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი შვილი) სოციალური

- შეღავათების დაწესების, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ

- სამართლებრივი აქტების გამოცემის შესახებ;

- 2014 წელს საკრებულოს წევრების მიერ ,,როუმინგულ“ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის შესახებ;

- 2014 წელს საკრებულოს წევრების ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებზე სამივლინებო ხარჯების ოდენობის შესახებ;

- 2015 წელს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე გადაუდებელი აუცილებლობით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით მიღებული ან გაგზავნილი წერილების თაობაზე;

- 2014 წელს საკრებულოს აპარატში აუდიტორული (შიდა , გარე, სახელმწიფო და არასახელმწიფო) შემოწმების თაობაზე;

- 2014 წელს გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების სია, შესყიდვების სახეობის, მოცულობის, ობიექტებისა და თანხების მითითებით;

- საკრებულოში ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებულ ქალთა რაოდენობის შესახებ.

 

საკრებულოს თავმჯდომარე          მამუკა მელიქიძე