ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ა ნ გ ა რ ი შ ი
საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” ინფორმაციის
თავისუფლების შესახებ დებულების შესრულების თაობაზე
2015 წლის 09 დეკემბრის მდგომარეობით ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 37 განცხადება, აქედან 9 განცხადება შემოსულია საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, 2 განცხადება – საკრებულოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე, ხოლო 26 განცხადება შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე.
განცხადებები შემოსულია:
1. საქართველოს დემოკრატიული განვითრების კავშირიდან –2 განცხადება;
2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ბიუროდან – 3 განცხადება;
3. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და
დემოკრატიის“–ს თელავის კოორდინატორიდან – 1 განცხადება;
4. საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს ზუგდიდის
რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორიდან –1 განცხადება;
5. საინფორმაციო ცენტრი ( კომერციული დირექტორი) 16-100 –1 განცხადება;
6. საჯარო სამსახურის ბიუროდან –1 განცხადება;
7. საკრებულოს წევრებისგან -6 განცხადება;
8. მოქალაქეებიდან – 10განცხადება;
9. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებიდან –1 განცხადება;
10. მედიის განვითარების ფონდიდან –1 განცხადება;
11. საინფორმაციო ცენტრების ქსელიდან –2 განცხადება;
12.პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან –1 განცხადება;
13. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან –1 განცხადება;
14. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან –1 განცხადება;
15. „ხალხის ხმა ხელისუფლებას“-დან –1 განცხადება;
16. „ქრონიკა +“ ჟურნალისტი მ. მოსიაშვილისგან –2 განცხადება;
17. საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოდან –1 განცხადება;
18. ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან –1 განცხადება.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებული არ არის.
შემოსულ მოთხოვნებზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტიც არ მომხდარა.
შემოსული 37 განცხადებიდან 37–ვე განცხადებაზე გაიცა მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 9 გადაწყვეტილება მიღებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, 26 გადაწყვეტილება საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, ხოლო 2 საკრებულოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ.
მოთხოვნილი ინფორმაციებიდან ძირითადად ითხოვდნენ:
- ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცემულ ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
- საკრებულოს სხდომის ოქმებს;
- საკრებულოს წევრების, კომისიების, თანამშრომელთა სრულ სიას თანამდებობის მიხედვით, საკონტაქტო ინფორმაციას;
- საკრებულოში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობას, სახელფასო დანამატებისა და დარიცხული პრემიების ოდენობას;
- საკრებულოდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა სრულ ნუსხას, მათი სახელის, გვარის, გათავისუფლების თარიღის და თანამდებობის მითითებით;
- სამართლებრივ აქტებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;
- ინფორმაციას ფრაქციების არსებობის შესახებ;
- ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების შესახებ ინფორმაციას და მათთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობას.
2015 წლის განმავლობაში ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევებისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოებს საჯარო რეესტრის ჟურნალი. ჟურნალში საჯარო ინფორმაციას აღრიცხავს საკრებულოს აპარატის მოქალაქეთა მომსახურების და საქმის წარმოების განყოფილება მისი მიღებისთანავე.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი,
აპარატის საორგანიზაციო განყოფილების
უფროსი მაია დავითაშვილი