ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის და ნებართვების ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2015
ძალაში შესვლა 04.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №239
სარეგისტრაციო კოდი 300310000.22.023.016363
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2015
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის“ დამტკიცების თაობაზე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის და ნებართვების ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №239
2015 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის და ნებართვების ფორმების დამტკიცების შესახებ
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 და 30-ე მუხლების, ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №1).
2.
დამტკიცდეს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სანებართვო მოწმობის შემდეგი ფორმები:
ა)
რადიოაქტიური მასალების შეძენისა და გადაცემის ნებართვა (დანართი №2);
ბ)
რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტის, ექსპორტის, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვა (დანართი №3);
გ)
რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვა (დანართი №4).
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის და ნებართვების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 ივლისის ბრძანება № 49.
4.
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 4 იანვრიდან. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი
დანართი №1
საქართველო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო
=============================================================================
ლიცენზია №
ქ. თბილისი (თარიღი)
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია
ლიცენზიის მფლობელი
ლიცენზიის მფლობელის იურიდიული მისამართი
ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა
სსიპ - ,,ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სააგენტოს” უფროსი (სახელი, გვარი)
(ხელმოწერა)
დანართი №2
საქართველო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო
=============================================================================
ნებართვა №
ქ. თბილისი (თარიღი)
რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა
ნებართვის მფლობელი
საქმიანობა, რომელზედაც გაიცა ნებართვა
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ბრძანების/ფორმის №
ნებართვის მოქმედების ვადა
სსიპ - ,,ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სააგენტოს” უფროსი (სახელი, გვარი)
(ხელმოწერა)
დანართი №3
საქართველო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო
=============================================================================
ნებართვა №
ქ. თბილისი (თარიღი)
რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია
ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს
რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი
ნებართვის მფლობელი
საქმიანობა, რომელზედაც გაიცა ნებართვა
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ბრძანების/ფორმის №
ნებართვის მოქმედების ვადა
სსიპ - ,,ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სააგენტოს” უფროსი (სახელი, გვარი)
(ხელმოწერა)
დანართი №4
საქართველო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო
=============================================================================
ნებართვა №
ქ. თბილისი (თარიღი)
რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი
ნებართვის მფლობელი
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ბრძანების/ფორმის №
ნებართვის მოქმედების ვადა
სსიპ - ,,ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სააგენტოს” უფროსი (სახელი, გვარი)
(ხელმოწერა)