შპს “სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) და სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №05/8-ლ
2015 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის “ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) და სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის 22–ე მუხლის და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის #102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის შპს „სადაზღვევო კაპიტალის“ რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ 2007 წლის №20839/005 ბრძანების (შპს „სადაზღვევო კაპიტალის“ საფირმო სახელწოდების შეცვლა – შპს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფად“) და სს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“–ს 2015 წლის 24 დეკემბრის №01/2414/15 მომართვის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შპს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204491344) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით:
1.1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2006 წლის 10 იანვრის №2 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი ს“ მიერ დაზღვევის (არა სიცოცხლისა) სახეში სალიცენზიო მოწმობის (ფორმის) მიღებამდე ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შესახებ“
ბ) ბრძანების ტექსტში სიტყვები „შ.პ.ს. სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო კაპიტალი“ შეიცვალოს სიტყვებით „სს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“.
1.2 საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2007 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის“–ს სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის გაცემის შესახებ“
ბ) ბრძანების ტექსტში სიტყვები „შ.პ.ს. სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი“ შეიცვალოს სიტყვებით „სს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“
2. სს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფზე“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204491344) გაიცეს სალიცენზიო მოწმობის ფორმები შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით დადგენილი წესით.
3.წინამდებარე ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნას მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი