საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს ორგანული კანონის პროექტი – „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. წარდგენილ ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი თემურ კახიძე.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
2015 წლის 24 დეკემბერი
№154-უ.ს.რ.ს.
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, N001, 27.02.1996, გვ. 8) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების, აგრეთვე რეფერენდუმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს – საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
2016 წლის
N
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე – „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დადგენილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს და წყვეტს დავას რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ.
კანონმდებლობის შესაბამისად, დღეის მდგომარეობით საქართველოში ხელისუფლების ორგანოების (თანამდებობის პირების) არჩევის მიზნით ტარდება შემდეგი სახის არჩევნები:
– საქართველოს პრეზიდენტის;
– საქართველოს პარლამენტის;
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს;
– ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის და მერის.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოხსენებულ არჩევნებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს კონსტიტუციის და მისგან გამომდინარე ორგანული კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი იმის თაობაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს და წყვეტს დავას ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ, სამართლებრივი ლოგიკით მოიცავს (უნდა მოიცავდეს) საქართველოს ტერიტორიაზე ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის მიზნით გამართულ ან/და გასამართ ყველა სახის არჩევნებს.
აღნიშნულ სამართლებრივ ლოგიკას არასრულად იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია. ორგანული კანონის აღნიშნული ნორმა სრულად არ ასახავს საქართველოს კონსტიტუციის და იმავე ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სულისკვეთებას და სამართლებრივ ლოგიკას, რაც გამოიხატება იმაში, რომ კანონით ერთის მხრივ შესაძლებელია არჩევნების (მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების) კონსტიტუციურობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართა, თუმცა მეორეს მხრივ კანონი არ ითვალისწინებს თუ ვინ იხილავს კონსტიტუციურ სარჩელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების კონსტიტუციურობის თაობაზე – საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი თუ კოლეგია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა და განხილვის ვადა და წესი განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
კანონპროექტის მიზანია, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში არსებული სამართლებრივი ვაკუუმის შევსება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში შედის ცვლილება, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
აღნიშნული კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ;
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი ორგანული
კანონის პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 21
1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ზ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.
3. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, აგრეთვე რეფერენდუმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს – საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.
4. საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, არ მიიღება სასამართლოში არსებითად განსახილველად, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც კოლეგიის განსჯადია, დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას.
5. საქმის განხილვის მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს მონაწილეობა არ მიიღოს კენჭისყრაში და თავი შეიკავოს კენჭისყრისას.
6. თუ კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის/კოლეგიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
7. თუ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობა, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოდ მიიჩნია საერთო სასამართლომ ან/და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლში აღნიშნული პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა.
71. თუ ამ კანონის 412 მუხლით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება სადავო აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამობა.
8. საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგია მოქმედებს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო.