„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტურქტურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33-136
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.101.016245
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33-136

2015 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტურქტურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და  პირობების შესახებ’’ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების  საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტურქტურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 30 დეკემბრის №20-84 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge 05/01/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016101) და დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი 1) :

ა) პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის   ,,ვ’’  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,ვ) კანდიდატი -  პირი, რომელსაც პროგრამის შესაბამისად ბიუროში შეაქვს განცხადება ან ამ წესით მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახურში (შემდგომში - სამსახური) ან  რაიონულ გამგეობაში ( შემდგომში - გამგეობა ) შეაქვს განაცხადი (დანართი 2) სტაჟირების გავლის შესახებ, აგრეთვე პირი, სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი მიმართავს მერს / გამგებელს.“;

 ბ) მე-3 მუხლის  მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. კანდიდატის სტაჟიორად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი/გამგებელი.“;

გ) მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი 5 სტაჟიორი

,,1. პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და  პირობების შესახებ’’ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. სამსახურში განაცხადის საფუძველზე, მერიის სტრუქტურაში სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა  იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;

გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

დ) ფლობდეს  კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;

3. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახურში/გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა)განაცხადის შევსებული ფორმა;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ)დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;

დ) CV ;

ე) ორი ფოტოსურათი (3X4).’’;

დ) მე-6 მუხლის პირველი და მე-2  პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.მერიის სტრუქტურაში პრაქტიკანტად მიიღება კანდიდატი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების  მომართვის საფუძველზე, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს მერი/გამგებელი.

,,2. სასწავლო პრაქტიკის გავლის მსურველმა კანდიდატმა მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახურს/ გამგეობას უნა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:

ა) მომართვა უმაღლესი სასწავლებლიდან;

ბ) განცხადება სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ;

გ) CV;

დ) ფოტოსურათი (ზომით 3х4).“;

) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4.კანდიდატი გადის გასაუბრებას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან. გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს მერი/გამგებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.’’

ვ) მე-8 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების/გამგებლების ვალდებულება სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიმართ

1.მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები/გამგებლები სტაჟიორს/პრაქტიკანტს უქმნიან სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.“;

ზ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2.სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი/გამგებელი სტრუქტურული ერთეულის  უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე.’’

თ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, მერი/გამგებელი სტრუქტურული ერთეულის უფროსის რეკომენდაციით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

 ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;

 ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.“;

ი) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2.სასწავლო პრაქტიკის ვადის გასვლის შემდეგ მერი/გამგებელი სტრუქტურული ერთეულის უფროსის რეკომენდაციით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სასწავლო პრაქტიკის შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;

ბ) სასწავლო პრაქტიკის შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.“;

2. შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტურქტურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 30 დეკემბრის №20-84 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, www.matsne.go.ge 05/01/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016101) და დადგენილებით დამტკიცებული ,,სტაჟირებაზე განაცხადის ფორმის’’ (დანართი 2)  მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. მერიის/გამგეობის რომელ სტრუქტურულ ერთეულში გსურთ სტაჟირების გავლა. მიუთითეთ სამი სტრუქტურულ ქვედანაყოფი პრიორიტეტების მიხედვით.’’;

3. შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტურქტურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 30 დეკემბრის №20-84 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge 05/01/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016101) და დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა“ (დანართი 3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი №3

,,

                     

ს        სერტიფიკატი გადაეცემა            ______________________

           This is to certify that            ______________________

     

ი       ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის /ქალაქ თბილისის  

             მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის______________________

ფ      სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის.

        Has successfully completed Internship Course with__________________

        Tbilisi Municipality City Hall

         

       ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი

        Tbilisi Municipality City Hall Mayor_______________________“