ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-84 |
|
2014 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) „ქ. თბილისის მერიის სტრუქტურაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 25 აპრილის №19 ბრძანება;
ბ) „ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 25 აპრილის №18 ბრძანება.
|
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – მერიაში „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამით (შემდგომში - პროგრამა) და ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა;
ბ) სასწავლო პრაქტიკა - მერიაში ამ წესით რეგულირებული აუნაზღაურებელი მოკლევადიანი საქმიანობა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით;
გ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას მერიის სისტემაში;
დ) პრაქტიკანტი - პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სასწავლო პრაქტიკას მერიის სისტემაში;
ე) ბიურო - სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო, რომლის ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ხდება სტაჟიორად მიღების მსურველ პირთა განცხადებების მიღება;
ვ) კანდიდატი – პირი, რომელსაც პროგრამის შესაბამისად ბიუროში შეაქვს განცხადება ან ამ წესით მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახურში (შემდგომში - სამსახური) შეაქვს განაცხადი (დანართი 2) სტაჟირების გავლის შესახებ, აგრეთვე პირი, რომლის მიერაც სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი მიმართავს მერს.
ა) მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა, ასევე სასწავლო პროცესში სტუდენტთა მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განმტკიცება;
ბ) მერიისათვის კვალიფიკაციური კადრების მომზადება;
გ) სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
2. პროგრამის ფარგლებში - მერიაში სტაჟიორთა მიღება განხორციელდება ყოველწლიურად, ორ ნაკადად. პირველი, შემოდგომის ნაკადი მიიღება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადი - მარტში.
3. მერია შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე ბიუროს მიაწვდის ინფორმაციას არსებულ სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ.
4. ბიუროს მიერ კანდიდატების განაწილების შემდეგ, სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, სტაჟირების კანდიდატი ვალდებულია, გამოცხადდეს სამსახურში და გაიაროს რეგისტრაცია. კანდიდატის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამსახური ინფორმაციას აწვდის ბიუროს.
5. რეგისტრაციის გავლის შემდეგ სამსახურის უფროსი ახორციელებს სტაჟიორების გადანაწილებას სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი პროფილის მიხედვით.
6. მერიაში სტაჟიორთა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა რაოდენობის 10%-ისა.
7. სტაჟირების ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
8. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
9. ბიუროს გარდა, მერიის სისტემაში სტაჟიორთა მიღება ხდება მსურველთა მიერ სამსახურში განაცხადის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაში სტაჟირება არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.
10. კანდიდატის სტაჟიორად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი.
2. სასწავლო პრაქტიკის გავლის მექანიზმი რეგულირდება ამ წესითა და უმაღლესი სასწავლებლების საწარმოო პრაქტიკის პროგრამით.
3. სასწავლო პრაქტიკის გავლის ადგილზე პრაქტიკანტების თანაბრად განაწილების მექანიზმს განსაზღვრავს სამსახური.
2. სამსახურში განაცხადის საფუძველზე, მერიაში სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.
2. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახურში უნდა წარმოადგინოს:
ა) განაცხადის შევსებული ფორმა;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
დ) CV;
ე) ორი ფოტოსურათი (3X4).
2. სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატი მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახურს წარუდგენს შემდეგ საბუთებს:
ა) მომართვა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ბ) განცხადება სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ;
გ) CV;
დ) ფოტოსურათი (ზომით 3х4)
3. სასწავლო პრაქტიკის ვადა განისაზღვრება სასწავლო დაწესებულებასთან შეთანხმებით.
4. კანდიდატი გადის გასაუბრებას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან. გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს მერი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
5. სასწავლო პრაქტიკის გავლის შემდეგ პრაქტიკანტს გადაეცემა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა.
ა) გაეცნოს მერიის სტრუქტურული ერთეულის და მთლიანად დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა);
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები;
ე) სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
2. სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას მერიის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
2. სტაჟიორის/პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის/პრაქტიკანტის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;
გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს/პრაქტიკანტს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში;
დ) სტაჟიორის/პრაქტიკანტის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მიერ უშუალო ხელმძღვანელად დანიშნული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში სტრუქტურული ერთეულის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ.
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
2.სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი სტრუქტურული ერთეულის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე.
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
2. სტაჟიორის დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
2. სასწავლო პრაქტიკის ვადის გასვლის შემდეგ, მერი სტრუქტურული ერთეულის უფროსის რეკომენდაციით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სასწავლო პრაქტიკის შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სასწავლო პრაქტიკის შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
3. სასწავლო პრაქტიკის წარჩინებით გავლის შემდეგ პრაქტიკანტს გადაეცემა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი დანართი №1 შესაბამისად.2.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.3.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:5.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი 1