ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27-45 |
|
2023 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი |
|
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასწავლო პრაქტიკა – მერიაში ამ წესით რეგულირებული აუნაზღაურებელი მოკლევადიანი საქმიანობა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით;
ბ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სასწავლო პრაქტიკას მერიაში;
გ) კანდიდატი – საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ კურსზე მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ წესის შესაბამისად, სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ, პირადი განცხადებით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით მიმართავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს (შემდგომში – მერი) ან რაიონის გამგეობას ( შემდგომში – გამგეობა);
დ) საგანმანათლებლო დაწესებულება – „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
ა) სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა, ასევე სასწავლო პროცესში მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განმტკიცება;
ბ) მერიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობისა და საქმიანობის კოორდინაციისათვის ხელის შეწყობა.
2. სასწავლო პრაქტიკის გავლის ადგილზე პრაქტიკანტების თანაბრად განაწილების მექანიზმს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ან გამგეობა.
ა) განცხადება სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ;
ბ) CV;
გ) ფოტოსურათი (ზომით 3х4);
დ) ცნობა შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
2. სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის შემთხვევაში, შესაბამისმა დაწესებულებამ მერიას/გამგეობას უნდა წარუდგინოს განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება: პრაქტიკის გავლის მსურველი კანდიდატი სტუდენტების ვინაობა, პრაქტიკის გავლის სავარაუდო ვადა და მათ დაინტერესებაში არსებული სფერო.
3. სასწავლო პრაქტიკის ვადა განისაზღვრება მერის/გამგებლის გადაწყვეტილების შესაბამისად.
4. სასწავლო პრაქტიკის გავლის შემდეგ პრაქტიკანტს გადაეცემა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა.
ა) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს მერიის სისტემის მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა);
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს კონკრეტული დავალებები;
ე) სასწავლო პრაქტიკის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს უშუალო ხელმძღვანელს;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
2. პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა უშუალო ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/გამგეობის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/გამგებელი უზრუნველყოფს უშუალო ხელმძღვანელის გამოყოფას პრაქტიკანტისათვის.
3. პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს პრაქტიკანტის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;
გ) ხელი შეუწყოს პრაქტიკანტს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში;
დ) განახორციელოს პრაქტიკანტის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა;
ე) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მისივე მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს ანგარიში პრაქტიკანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ.
ა) პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) შინაგანაწესის დარღვევა;
დ) პირადი განცხადება.