ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №80 |
|
2023 წლის 22 დეკემბერი დაბა ადიგენი |
|
1. ეს წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – მერია) პრაქტიკის გავლის პირობებსა და პროცედურებს.
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასწავლო პრაქტიკა – მერიაში ამ წესით რეგულირებული აუნაზღაურებელი მოკლევადიანი საქმიანობა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით;
ბ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სასწავლო პრაქტიკას მერიაში;
გ) კანდიდატი – საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ კურსზე მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ წესის შესაბამისად, სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ, პირადი განცხადებით და საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით მიმართავს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს;
დ) საგანმანათლებლო დაწესებულება – „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
პრაქტიკის მიზანია:
ა) სტუდენტთა პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა, ასევე სასწავლო პროცესში მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განმტკიცება;
ბ) მერიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობისა და საქმიანობის კოორდინაციისათვის ხელის შეწყობა.
1. მერიაში სასწავლო პრაქტიკაზე პრაქტიკანტად მიიღება პირი პირადი განცხადების საფუძველზე ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მერის სახელზე წერილობით წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად. პრაქტიკანტად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი.
2. სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ კანდიდატი მერიის ადმინისტრაციული სამსახურს წარუდგენს შემდეგ საბუთებს:
ა) განცხადებას სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ;
ბ) მომართვას უმაღლესი სასწავლებლიდან;
გ) რეზიუმეს (cv);
დ) ცნობას შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
3. სასწავლო პრაქტიკის ვადა და სამუშაო დრო განისაზღვრება სასწავლო დაწესებულებასთან შეთანხმებით. სასწავლო პრაქტიკის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს.
1. პრაქტიკანტს უფლება აქვს:
ა) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს მერიის სისტემის მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა);
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) სასწავლო პრაქტიკის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს უშუალო ხელმძღვანელს;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
2. პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა უშუალო ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს უშუალო ხელმძღვანელის გამოყოფას პრაქტიკანტისათვის. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შესაძლებელია იყოს პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელი.
3. პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს პრაქტიკანტის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;
გ) ხელი შეუწყოს პრაქტიკანტს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში;
დ) განახორციელოს პრაქტიკანტის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა.
პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) შინაგანაწესის დარღვევა;
დ) პირადი განცხადება.
1. სასწავლო პრაქტიკის ვადის გასვლის შემდეგ, მერი სტრუქტურული ერთეულის უფროსის რეკომენდაციით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სასწავლო პრაქტიკის შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სასწავლო პრაქტიკის შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
2. სასწავლო პრაქტიკის გავლის შემდეგ პრაქტიკანტს გადაეცემა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა.
1. გვარი, სახელი -------------------------------------------------------------------
2. დაბადების ადგილი, თარიღი ---------------------------------------------------------
3. მოქალაქეობა --------------------------------------------------------------------
4. პირადი ნომერი --------------------------------------------------------
5. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი:
------------------------------------------------------------------------------
6. რომელ უცხო ენებს ფლობთ?
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
7. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
-------------------------------------------------------------------------------------------------
8. მერიის რომელ სტრუქტურულ ერთეულში გსურთ სასწავლო პრაქტიკის გავლა. მიუთითეთ სტრუქტურული ერთეული:
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
9. გთხოვთ ცალკე წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ბ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ უმაღლესი სასწავლებლიდან;
გ) მომართვა უმაღლესი სასწავლებიდან სასწავლო პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებით.
გავლის დამადასტურებელი
ცნობა
ცნობა ეძლევა ------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში ---------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
(სტრუქტურული ერთეულის დასახელება)
სასწავლო პრაქტიკის კურსის დასრულებისათვის
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი
------------------------------------------ --------------------
ხელმოწერა თარიღი
სასწავლო პრაქტიკის ხელმძღვანელი
------------------------------------------ --------------------
ხელმოწერა თარიღი