ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
სარეგისტრაციო კოდი 280090000.35.101.016249
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2016
matsne.gov.ge 1,559 სიტყვა · ~8 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დაზარალებული პირი
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მოსარგებლე ფიზიკური პირი, რომელსაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიისას მეწყერის ჩამოწოლის ან/და წყალდიდობის/მდინარის ადიდების შედეგად (შემდგომში - სტიქია) გაუნადგურდა ან დაუზიანდა სატრანსპორტო საშუალება. დაზარალებულად შეიძლება იქნეს მიჩნეული მხოლოდ ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2015 წლის 14 ივნისის მდომარეობით საკუთრებაში ან სარგებლობაში გააჩნდა სტიქიის დროს განადგურებული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება. სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლე ამ წესის მიზნებისათვის მესაკუთრის ნაცვლად იმ შემთხვევაში ჩაითვლება დაზარალებულ პირად, თუ წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ფიზიკური პირის სანოტარო წესით დამოწმებულ თანხმობას, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ნაცვლად, დაზარალებულ პირად სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლის ცნობის შესახებ.
მუხლი 2
სატრანსპორტო საშუალება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) და  სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.
მუხლი 2
ფულადი დახმარება
დაზარალებული პირისათვის განადგურებული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის  ფულადი თანხის ანაზღაურება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2
შემფასებელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (5)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დანართი №2 დანართი №2
სახელი: გვარი:
პირადი ნომერი: __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __ საკონტაქტო ტელეფონი:
____________________________ ხელმოწერა _____________________________ თარიღი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გორის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 14.05.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 23.03.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 28.03.2018 ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას და საკუთრების უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 20.11.2017 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ყოფილი ლერმონტოვის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი მამუკა ნოზაძის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 06.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ        ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33-128 2015 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2  პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის შესახებ განაცხადის ფორმა“, დანართი №2-ის შესაბამისად; გ) “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის შესახებ ხელშეკრულების ფორმა“, დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი №1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი    1. “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესი” (შემდგომში - წესი) არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამიდან 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის შესწავლის, შეფასების და დაზარალებულ პირთათვის  ფულადი დახმარების გაცემის პირობებს და ფულადი დახმარების გადაცემის საკითხებს.  2.  ამ წესის მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემა. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებაზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება   ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაზარალებული პირი – სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მოსარგებლე ფიზიკური პირი, რომელსაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიისას მეწყერის ჩამოწოლის ან/და წყალდიდობის/მდინარის ადიდების შედეგად (შემდგომში - სტიქია) გაუნადგურდა ან დაუზიანდა სატრანსპორტო საშუალება. დაზარალებულად შეიძლება იქნეს მიჩნეული მხოლოდ ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2015 წლის 14 ივნისის მდომარეობით საკუთრებაში ან სარგებლობაში გააჩნდა სტიქიის დროს განადგურებული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება. სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლე ამ წესის მიზნებისათვის მესაკუთრის ნაცვლად იმ შემთხვევაში ჩაითვლება დაზარალებულ პირად, თუ წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ფიზიკური პირის სანოტარო წესით დამოწმებულ თანხმობას, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ნაცვლად, დაზარალებულ პირად სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლის ცნობის შესახებ. ბ) სატრანსპორტო საშუალება„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) და  სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება. გ) ფულადი დახმარება – დაზარალებული პირისათვის განადგურებული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის  ფულადი თანხის ანაზღაურება ამ წესის შესაბამისად. დ) შემფასებელი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“. მუხლი 3🔗. დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის პროცედურის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები 1. დაზარალებულ პირთა სიას, სააგენტოს წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. 2. ფულადი დახმარების გაცემის ღონისძიებების უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო, ხოლო ფულადი დახმარების გადარიცხვას, სააგენტოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური.  მუხლი 4🔗. სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები რომელზეც გაიცემა ფულადი დახმარება 1. ამ წესის მიზნებისათვის სატრანსპორტო საშუალება რომელზეც გაიცემა ფულადი დახმარება იყოფა ორ კატეგორიად: ა) I კატეგორია - სტიქიის შედეგად განადგურებული სატრანსპორტო საშუალება რომელიც შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით არ ექვემდებარება აღდგენას, ან თუ სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება აღდგენას და შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულება (აღდგენის ხარჯები) მისი სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 50%-ზე მეტს შეადგენს; ბ)  II კატეგორია -  სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება რომელიც შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით ექვემდებარება აღდგენას და შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულება (აღდგენის ხარჯები) მისი სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 50%-ს და ნაკლებს შეადგენს. 2. ამ წესის მიზნებისათვის I კატეგორიას მიეკუთვნება, აგრეთვე სტიქიის შედეგად დაკარგული სატრანსპორტო საშუალება, რაზედაც გაცემულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ცნობა. 3. სატრანსპორტო საშუალების II კატეგორიას ასევე მიეკუთვნება სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკვე აღდგენილია დაზარალებული პირის მიერ. მუხლი 5🔗. დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის პროცედურა  1. ამ წესის შესაბამისად, ფულადი დახმარების მიღების შესახებ განაცხადს  დაზარალებული პირი წარადგენს სააგენტოში, რომელსაც თან უნდა  ერთვოდეს: ა)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურის მიერ გაცემული ცნობა/დოკუმენტი სატრანსპორტო საშუალების განადგურების/დაკარგვის ან დაზიანების შესახებ, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ინფორმაცია არ არის ასახული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ სიაში/ნუსხაში; გ) განადგურებამდე/დაკარგვამდე/დაზიანებამდე სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) განადგურების ან დაზიანების შემდგომ სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე)  სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი ან შესაბამისი ცნობა/დოკუმენტი; ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ზ) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ფიზიკური პირის სანოტარო წესით დამოწმებულ თანხმობა, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ნაცვლად, დაზარალებულ პირად სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლის ცნობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 2. სააგენტო, განაცხადის განხილვის მიზნით, უფლებამოსილია დაზარალებულ პირს მოსთხოვოს ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტაციის გარდა სხვა დოკუმენტაცია. სააგენტო, ასევე უფლებამოსილია განაცხადის განხილვის მიზნით მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისგან. 3. წარმოდგენილი განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, სააგენტოს დაკვეთით შემფასებელი ახორციელებს: ა) სტიქიამდე არსებული მდგომარეობით სატრანსპორტო საშუალების სავარაუდო საბაზრო ღირებულების შეფასებას; ბ)  სატრანსპორტო საშუალების ნარჩენი/არსებული ღირებულების  შეფასებას; გ)  აღდგენითი სამუშაოებისათვის საჭირო ხარჯის  შეფასებას; დ) სტიქიის შედეგად სატრანსპორტო საშუალებისთვის მიყენებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრას, ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიის დასადგენად. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადასტურდება, რომ არსებობს ამ წესის შესაბამისად პირის დაზარალებულად ცნობის საფუძველი, ხდება პირის დაზარალებულ პირთა სიაში შეყვანა. 5. პირის დაზარალებულ პირთა სიაში შეყვანის შემდეგ მასთან ფორმდება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ფორმის ხელშეკრულება და მასზე ამ წესის შესაბამისად გაიცემა ფულადი დახმარება. 6. დაზარალებულ პირზე ფულადი დახმარება გაიცემა ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით შემდეგი პრინციპით: ა) I კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის რომლის საშუალო საბაზრო ღირებულება ნაკლებია  5000 (ხუთი ათასი) დოლარის ეკვივალენტ ლარზე – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების სრული ოდენობით; ბ) I კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის რომლის საშუალო საბაზრო ღირებულება 5000 (ხუთი ათასი) დოლარის ეკვივალენტ ლარის ტოლია ან მეტია – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 70 %-ის ოდენობით; გ)  II კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 25 %-ის ოდენობით. 7. სააგენტო არ განიხილავს იმ პირის განაცხადს ფულადი დახმარების გაცემის შესახებ ან/და არ გასცემს ფულად დახმარებას იმ პირზე, რომელსაც სახელმწიფოს, დონორი ორგანიზაციების ან სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მხრიდან სტიქიით დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული ფულადი ან/და სხვა სახის სათანადო დახმარება სატრანსპორტო საშუალების შეძენისათვის ან აღდგენისათვის ან საკუთრებაში გადაეცა სატრანსპორტო საშუალება. დანართი №2 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის შესახებ განაცხადის ფორმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მომართვის მიზეზი: 1. განადგურებული/დაკარგული/დაზიანებულისატრანსპორტო საშუალებისთვის ფულადი დახმარების მიღება ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ სახელი: გვარი: დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი):   __  __     __ _    __ __ __ __ პირადი ნომერი: __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __ საკონტაქტო ტელეფონი: სატრანსპორტო საშუალების განადგურების/დაზიანების შემთხვევის და გარემოებების აღწერა: _________________________________________________________________________ განადგურებული/დაკარგული/დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები სახ. ნომერი დაზარალებული პირის მოვალეობანი დახმარები სსხვა წყაროდან მიღების შემთხვევაში, დაზარალებული პირი ვალდებულია აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს დახმარების მიღების თაობაზე. დაზარალებული პირი უფლებამოსილია: ·          გაეცნოს მის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ- ქონების მართვის სააგენტოში არსებულ ნ­ფორმა­ციას; ·          მოითხოვოს მის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოში არსებულ მონაცემებში ცვლილე­ბების (შესწორებების) შეტანა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო განმცხადებელი თანხმობას აცხადებს, რომ: განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინ­ფორმაცია, რომელიც უკავშირდება პირის იდენტიფიკაციას, ფინანსურ დაქონებრივ მდგომა­რეო­ბას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს. განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი: გავეცანი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს-დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს და ვიღებ ვალდებულებას მათ განუხრელ შესრულებაზე, აგრეთვე განცხადებაში მითითებული მონაცემების სისწორეზე, რასაც ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით ____________________________ ხელმოწერა _____________________________ თარიღი დანართი №3 ხელშეკრულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის შესახებ ქ.  თბილისი                                                                              -----, 2016 წელი 1. ხელშეკრულების მხარეები ერთის მხრივ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს სახით და, მეორესმხრივ დაზარალებული პირი (პირადი მონაცემები), შემდგომში წოდებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/მოსარგებლე, ერთობლივად წოდებულნი როგორც მხარეები, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად ვთანხმდებით შემდეგზე: 2. ხელშეკრულების საგანი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ---- წლის №---------დადგენილების და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე,  შემფასებლის მიერ გაცემული № დასკვნის გათვალისწინებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირს განადგურებული ან/და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის (სახელმწიფო ნომერი, სერია, სხვა ინფორმაცია) გადაეცემა ფულადი თანხა  --- ლარის ოდენობით. 3. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები 1. მუნიციპალიტეტი დაზარალებულ პირს, ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებულ თანხას გადაურიცხავს შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ბანკის დასახელება: ანგარიშის ნომერი: ბანკის კოდი: 4. სხვა პირობები 1. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის არსებობის შემთხვევაში, მხარეები ეცდებიან დავა მოაგვარონ ურთიერთშეთანხმების გზით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს მიერ. 2. ხელშეკრულება შედგენილია 4 (ოთხ) თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად და ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დაზარალებული პირი   (სახელი, გვარი). შენიშვნა: წინამდებარე ხელშეკრულების ტექსტი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ შესაძლებელია შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობისა და კონკრეტული შემთხვევის თავისებურებათა გათვალისწინებით.