გორის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №59 |
|
2018 წლის 14 მაისი ქ. გორი |
|
2. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ძირითადი საშუალება – მატერიალური აქტივი, რომელსაც დაწესებულება იყენებს მომსახურების გაწევის, იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;
ბ) ძირითადი საშუალებების განკარგვა – დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისება და სარგებლობის უფლებით გადაცემა;
გ) დამფუძნებელი – გორის მუნიციპალიტეტი;
დ) აუქციონატორი – დაწესებულების ხელმძღვანელი;
ე) დაწესებულება – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის მიერ ან გორის მუნიციპალიტეტის და სხვა მუნიციპალიტეტების მიერ ერთობლივად ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი, რომლის წევრი/წევრები არიან მხოლოდ მითითებული მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები და საწარმო, სადაც მითითებული მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება;
ვ) ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ (შემდგომში – №669 დადგენილება) შესაბამისად.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 1061 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი, დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
4. დაწესებულების ხელმძღვანელმა დამფუძნებელს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს აუქციონის პირობები, ძირითადი საშუალებების საწყისი ფასი, აუდიტის დასკვნა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
2. დაწესებულების ძირითადი საშუალებების აუქციონის გარეშე, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1061 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. დაწესებულების ძირითადი საშუალებების აუქციონის/პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე. უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე კი, დამფუძნებელი გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე ან უამისოდ და შესაბამის დავალებას აძლევს დაწესებულების ხელმძღვანელს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. დამფუძნებელი უფლებამოსილია, დაწესებულების ხელმძღვანელის ან შესაბამისი დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება (წერილობითი თანხმობის ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით) დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების (მათ შორის, ინვენტარის) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების ან სხვა გაერთიანებების ორგანიზებით საქველმოქმედო, კულტურული, საგანმანათლებლო ან სხვა ფორმით განსახორციელებელი ღონისძიებების ჩატარების უზრუნველსაყოფად, ღონისძიების ჩატარების ვადით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
5. დაწესებულების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის დაწესებულების ძირითადი საშუალებების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, დამფუძნებლის თანხმობით.
6. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ძირითადი საშუალებების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას (აუქციონი/პირდაპირი განკარგვა) დამფუძნებელს შესათანხმებლად წარუდგინოს ქირის საფასური/ქირის საწყისი საფასური, აუდიტის დასკვნა, აუქციონის პირობები, სარგებლობაში გადაცემის ვადა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
2. დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისების ან/და სარგებლობაში გადაცემის მიზნით გამართულ საჯარო ან ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
3. დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისების ან/და სარგებლობაში გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას და აუქციონის ჩატარებას უზრუნველყოფს აუქციონატორი №669 დადგენილებით დადგენილი წესების შესაბამისად, ამავე წესების შესაბამისად განისაზღვრება აუქციონში მონაწილეობის პირობები, აუქციონატორისა და აუქციონის მონაწილის უფლება-მოვალეობები, განმეორებითი/ვადაგაგრძელებული აუქციონის ჩატარების წესები.
2. დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისების შემდეგ, მისი შემძენის მიერ გადახდილი ძირითადი საშუალებების სრული ღირებულება ირიცხება შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე.
3. დაწესებულების ძირითადი საშუალებების სარგებლობაში მიმღები სარგებლობის საფასურს იხდის შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე.
2. აუქციონში გამარჯვებულს მის მიერ გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება ძირითადი საშუალების შეძენის შემთხვევაში – საბოლოო ანგარიშსწორებისას, ხოლო ძირითადი საშუალების სარგებლობაში მიღების შემთხვევაში – სარგებლობის ვადის ბოლო წლის ქირის ოდენობაში.
3. აუქციონში გამარჯვებულს ძირითადი საშუალებების საკუთრებაში/სარგებლობაში არ გადაეცემა, გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა უკან არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება, თუ მან უარი განაცხადა შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ან დადგენილ ვადებში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ძირითადი საშუალების სრული ღირებულება.
4. ძირითადი საშუალებების სარგებლობაში მიმღების პასუხისმგებლობა (დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები) სააუქციონო პირობების და ხელშეკრულების დარღვევისათვის არ უნდა იყოს №669 დადგენილებით კონკრეტული ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე ნაკლები.
2. დაწესებულების ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის/აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემისას, ქირის საფასურის/ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება დამფუძნებელთან შეთანხმებით, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საფასურის ოდენობით.