⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.07.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 29.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 26.07.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33-133
სარეგისტრაციო კოდი 190020030.35.101.016247
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,326 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2015 მიღება
01.01.2016 ძალაში შესვლა
26.07.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33-133 2015 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესი“, დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 სექტემბრის  № 23-97 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის  „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამის  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), ქვეპროგრამა „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამა „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამა „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.  2. ამ წესის განხორციელების მიზნით ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის კომისიას და ამტკიცებს  მის დებულებას. 3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში „სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამაში „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), ქვეპროგრამაში  „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამაში  „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04)  და ქვეპროგრამაში „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) გათვალისწინებულ კომპონენტზე „წარმატებული სტუდენტების წახალისებაზე  სტიპენდიის გაცემის გზით“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) ფარგლებში, წარმატებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით, განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. 5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით  „სპორტული ღონისძიებები“  (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამით  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), ქვეპროგრამა „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამით „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამით „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსებაზე და მათ მიერ განსახორციელებელ ღონისიძიებებზე. 6. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციაპლიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით  „სპორტული ღონისძიებები“  (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამით  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), ქვეპროგრამით „ინტელექტუალური,  საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამით „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამით „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის  განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მუხლი 2🔗. დაფინანსების მიმღები სუბიექტები ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირიებული არასამთავრობო ორგანიზაციები საინიციატივო  ჯგუფები,   სპორტული ფედერაციები, სპორტული კლუბები, სპორტული და ახალგაზრდული ცენტრები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, სტუდენტური თვითმმართველობები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით’’ დაფუძნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. მუხლი 3🔗. განაცხადების წარდგენა  1. დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა სუბიექტმა უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის  განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო  სამსახურს (შემდგომში სამსახური) წერილობითი განცხადებით რომელსაც თან უნდა ერთვოდეს  სრულყოფილად შევსებული,  საპროექტო განაცხადი. 2.   საპროექტო განაცხადის ფორმას ამტკიცებს სამსახური. 3. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის  დადგენილ ფორმასთან და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან  შესაბამისობას. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესააბამება დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ  5 დღიან ვადას. 4. სამსახურის მიერ განსაზვრულ ვადაში ხარვეზის  გამოუსწორებლობის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. მუხლი 4🔗. განაცხადების განხილვა და დაფინანსება  1. თუ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური საპროექტო  განაცხადს განსახილველად გადაუგზავნის კომისიას. 2. ქვეპროგრამით  „სპორტული ღონისძიებები“  (კოდი 08 06 01)  და ქვეპროგრამით  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), ქვეპროგრამით „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამით „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამა „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01)   გათვალისწინებული ღონისძიებების  დაფინანსება    შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სრული ხელშეწყობით ასევე თანადაფინანსებით. 3.  დაფინანსება ხორციელდება სამსახურისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ქვეპროგრამისთვის „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამისთვის  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), ქვეპროგრამისთვის „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამისთვის „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“             (კოდი 07 04) და ქვეპროგრამისთვის „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01)   გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4.  დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი შემდეგი მიმართულებით: ა) ქვეპროგრამა „სპორტული ღონისძიებები“   (კოდი 08 06 01) ფარგლებში: ა.ა) სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა; ა.ბ) საზოგადოებაში ჯანსაღი  ცხოვრების  წესის  დამკვიდრება;  ა.გ) სპორტის სხვა და სხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის  ხელშეწყობა; ა.დ) საქართველოს  და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარება; ა.ე) სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადება; ა.ვ) ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად სპორტის სფეროში ანტიდოპინგური, რასიზმისა და ძალადობის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიების გატარება. ბ) ქვეპროგრამა „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) ფარგლებში: ბ.ა)  საზოგადოებრივი გაერთიანებების ხელშეწყობა; ბ.ბ) მოქმედი და ახლად შექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა; ბ.გ) ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა; ბ.დ) სოციალური აქტივობების ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მომავალი თაობის წარმომადგენელთა დახმარება; ბ.ე) ახალგაზრდა შემოქმედთა გამოსავლენად  და ხელშესაწყობად ფესტივალების, გამოფენის, ლიტერატურული საღამოებისა და სხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება; ბ.ვ) საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმისა და სასწავლო - სამეცნიერო სამუშაო  შეხვედრების ორგანიზება. გ) ქვეპროგრამა „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01) ფარგლებში: გ.ა) სასკოლო სასწავლო გეგმითა და ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ საგანმანათლებლო  პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; გ.ბ) პრიორიტეტიული მიმართულებების (სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების, ეკოლოგიური და სხვა) პროგრამების ხელშეწყობა. გ.გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გ.დ) საინიციატივო ჯგუფების, სასკოლო კლუბების, მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების ხელშეწყობა; გ.ე) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსებში, ტურნირებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობის ხელშეწყობა და გამარჯვებული მოსწავლეების წახალისება. დ) პროგრამა „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ფარგლებში: დ.ა) მასტერკლასების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და სასწავლო-შემეცნებითი ექსპედიციების მოწყობა. დ.ბ) საგანმანათლებლო ინიციატივების წახალისება და განხორციელების ხელშეწყობა. დ.გ) საგანამანთლებლო ორგანიზაციების წახალისება და განვითარების ხელშეწყობა. ე) ქვეპროგრამა „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) ფარგლებში: ე.ა) გადაწყვეტილების მიღების პროცესში მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.  ე.ბ) საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სხვადასხვა მიმართულებით (სამოქალაქო და სამართლებრივი განათლება, ეკოლოგია, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ა.შ.), ე.გ) საგანმანათლებლო ინიციატივების წახალისება. ე.დ) ახალგაზრდულ-საგანამანთლებლო ორგანიზაციების წახალისება და განვითარების ხელშეწყობა. 5. კომისია დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე  განაცხადს განიხილავს და დადებითი შეფასების შემთხვევაში გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ წარუდგეს სამსახურის უფროსს,   თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 10000 (ათი ათას) ლარს. 6.  თუ წარმდგენილი განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 10000 (ათი ათას) ლარს,  დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია რეკომენდაციას  გაუწევს სამსახურის უფროსს, რომელიც საპროექტო განაცხადს განსახილველად წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას. 7.  შენიშვნების არსებობის შემთხევაში, კომისია  უფლებამოსილია განმცხადებელს   მოსთხოვოს  საპროექტო განაცხადის  შესწორებული ვარიანტის წარმოდგენა არაუმეტეს  ათი დღის ვადაში. 8. განცხადება კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს ეცნობება უარყოფითი პასუხი თუ განცხადების შესწავლისას წარმოდგენილი განაცხადი  არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს. მუხლი 5🔗. დაფინანსების გაცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო  საქალაქო   სამსახური,   ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით ქვეპროგრამისთვის  „სპორტული ღონისძიებები“    (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამისთვის  „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), ქვეპროგრამისთვის „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამისთვის  „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამისთვის „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01)   გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს, შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსებას, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.  მუხლი 6🔗. კონტროლის განხორციელება ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილება სამსახურის მიერ, წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით.