“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” და “საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” და „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

(ამონარიდი)

 

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 2. ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის მე-2 მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობრივი განაკვეთი არ უნდა იყოს შესაბამისად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი განაკვეთის 95, 90 და 85 პროცენტზე ნაკლები. ამასთან მათ მიეცემათ დანამატი არანაკლებ საქართველოს პარლამენტის წევრის დანამატისა“.

3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 20 სექტემბერი.

№408–რს