ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33-141
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33-141
2015 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 79–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის თანდართული წესი.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი“ (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განაკვეთებს, ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით და მისი განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს სააგენტოს ვალდებულებას, ხორციელდება უსასყიდლოდ.
მუხლი 2🔗.
საფასურის ცნება
საფასური არის ფიზიკური/იურიდიული პირის (შემდგომში – პირი) მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების მისაღებად, მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა.
მუხლი 3🔗.
საფასურის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა
1. საფასურის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით.
2. ამ წესით დადგენილი საფასური მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს (მათ შორის: გადასახადებს).
მუხლი 4🔗.
მომსახურება
1.მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს, სააგენტოს მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას.
2. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია განსაზღვროს მომსახურების მიღების განაცხადებზე რეაგირების პარამეტრები, მომსახურების გაწევის განრიგი და მომსახურების მიღების მსურველთა რიგითობის წესი.
3.სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
ცხოველების ტრანსპორტირება
1. ამ წესის მიზნებისთვის:
ა) ტრანსპორტირება გულისხმობს, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სპეციალური ავტოტრანსპორტით, პირის განცხადების და ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მოიცავს პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველის/ცხოველის ლეშის ტრანსპორტირებას პირის მიერ მითითებული საწყისი პუნქტიდან დანიშნულების ადგილამდე, ტრანსპორტირების მანძილის და მოლოდინის/დაყოვნების პერიოდის გათვალისწინებით;
ბ) ტრანსპორტირების მანძილის საზომად გამოიყენება 1 კილომეტრი;
გ) მოლოდინი გულისხმობს, სააგენტოსა და პირს შორის წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრულ, პირის მიერ მითითებულ საწყის ან შუალედურ პუნქტში ლოდინის საერთო დროს;
დ) დაყოვნება გულისხმობს, ტრანსპორტირების პროცესში წინასწარი შეთანხმების გარეშე პირის თხოვნის საფუძველზე დამატებულ დროს, რომელიც აღემატება სააგენტოსა და პირს შორის წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრულ, პირის მიერ მითითებულ საწყის ან შუალედურ პუნქტში ლოდინის საერთო დროს;
ე) მოლოდინის/დაყოვნების პერიოდის საზომად გამოიყენება 10 წუთი;
ვ) მოლოდინის/დაყოვნების პერიოდის ათვლა იწყება პირველი 10 წუთის გასვლის შემდეგ;
ზ) მოლოდინის/დაყოვნების დაშვებული საერთო მაქსიმალური პერიოდი შეადგენს 120 წუთს.
2. სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველების ტრანსპორტირების საფასური შეადგენს 1 ლარს - 1 კილომეტრის მანძილზე, დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური - 2 ლარი.
3. სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველის ტრანსპორტირებისას მოლოდინის/დაყოვნების საფასური შეადგენს 2 ლარს - 10 წუთში.
4. მხოლოდ პირის განცხადების საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია მოახდინოს ცხოველის ტრანსპორტირება შუალედურ პუნქტებში, ტრანსპორტირების მარშრუტის ცვლილება (გაზრდა), ან დაბრუნება დანიშნულების ადგილიდან საწყის პუნქტში, ტრანსპორტირების მანძილის, მოლოდინის/დაყოვნების დროის გათვალისწინებით და შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე.
მუხლი 6🔗.
ცხოველების იდენტიფიკაცია
1. ცხოველების იდენტიფიკაცია ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, სპეციალური ავტოტრანსპორტით (პირის მიერ მითითებულ მისამართზე (შემდგომში - მისამართი)) ან მის გარეშე (სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში (შემდგომში - თავშესაფარი)), პირის განცხადებისა და ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მოიცავს პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველის:
ა) სხეულში მიკრო-ჩიპის ინპლანტაციას (შემდგომში ჩიპირება);
ბ) კანზე ტატუს დატანას (შემდგომში ტატუირება);
გ) ყურზე საჭდის („ბირკის“) მიმაგრებას.
2. სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველების იდენტიფიკაციის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) ჩიპირება:
ა.ა) თავშესაფარში - 10 ლარი;
ა.ბ) მისამართზე - 23 ლარი;
ბ) ტატუირება:
ბ.ა) თავშესაფარში - 1 ლარი;
ბ.ბ) მისამართზე - 14 ლარი;
გ) ყურზე საჭდის მიმაგრება:
გ.ა) თავშესაფარში - 3 ლარი;
გ.ბ) მისამართზე - 16 ლარი.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ცხოველების ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია - ტატუირებით, სააგენტოს მიერ ხორციელდება უსასყიდლოდ, წინასწარი განაცხადის საფუძველზე.
4. ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ცხოველთა კერძო თავშესაფრებში შეყვანილი ცხოველების (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია (ძაღლი - საჭდით, კატა - ტატუირებით), სააგენტოს მიერ ხორციელდება უსასყიდლოდ, თავშესაფრის მესაკუთრის/მფლობელის სურვილის შემთხვევაში და წინასწარი განაცხადის საფუძველზე.
მუხლი 7🔗.
მომსახურების პირობები და ვადის გამოთვლა
1. სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების შესასრულებლად სააგენტო უფლებამოსილია, პირთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იქნება მომსახურების განხორციელების ვადები და ტექნიკური პირობები.
2. ამ წესით დადგენილი მომსახურების განხორციელების მიზნით:
ა) პირი უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს ტელეფონით ან სხვა ელექტრონული საშუალების (ვებგვერდი, სპეციალური ელექტრონული პროგრამა და ა.შ.) მეშვეობით და გამოთქვას მომსახურების მიღების სურვილი;
ბ) სააგენტოს შესაბამისი ოპერატორი პირს ტელეფონით ან სხვა ელექტრონული საშუალების (ვებგვერდი, სპეციალური ელექტრონული პროგრამა და ა.შ.) მეშვეობით მიაწოდებს ინფორმაციას გასაწევი მომსახურების პირობებისა და საფასურის ოდენობის შესახებ;
გ) პირის მიერ მისთვის ამ პუნქტის გათვალისწინებით მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ და მისი თანხმობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები, პირს უშუალოდ წარუდგენენ (მისამართზე ან თავშესაფარში) მომსახურების გასაწევად საჭირო დოკუმენტებს შესავსებად და ხელმოსაწერად (განაცხადის ფორმა, ხელშეკრულება, ქვითარი და ა.შ.), რომელთა გაფორმებისა და ამ წესის მიხედვით საფასურის გადახდის შემდეგ, განხორციელდება შესაბამისი მომსახურება.
მუხლი 8🔗.
საფასურის გადახდის წესი და პირობები
1. ამ წესით განსაზღვრული მომსახურებით სარგებლობისათვის პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი საფასური.
2.პირის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია.
3. საფასური გადაიხდება წინასწარ, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე.
4. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაყოვნების საფასური, ასევე ტრანსპორტირების პროცესში პირის თხოვნის და მის მიერ დასახელებული ობიექტური გარემოებების საფუძველზე, ტრანსპორტირების მარშრუტის ცვლილების შედეგად გაზრდილი ტრანსპორტირების მანძილის საფასური, გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორებით.
5. ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
7. არამართლზომიერად ან/და არასწორად განხორციელებული ანგარიშსწორების გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელებული მომსახურების შედეგები ბათილია.
8. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება
1. თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის სხვაობა.
2. გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) სააგენტო სათანადო ობიექტური საფუძვლის (მატერიალური საშუალებების ტექნიკური გაუმართაობა, ექსტრემალური ვითარებით ან სააგენტოს რეაგირებების ღონისძიებების მკვეთრი ზრდით განპირობებული მოუცლელობა და სხვა) არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე;
ბ) პირი მომსახურების შესახებ განცხადების წარგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
გ) სააგენტომ მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილი პირობებით.
3. თუ პირი ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილი პირობებით და სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა პირობებით, რომლისთვისაც ეს წესი ითვალისწინებს განსხვავებულ (ნაკლებ ან მეტ) საფასურს, მაშინ პირს, შესაბამისად, დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის ან დამატებით გადაიხდის სხვაობის საფასურს.
4. ამ წესის გათვალისწინებით, გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა მომსახურების მიღებისათვის, ხორციელდება პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნას შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში. საფასურის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
5. გადახდილი საფასურის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ხარჯის გადახდა ეკისრება საფასურის გადამხდელს.
6. ამ წესით დადგენილი ცალკეული მომსახურების გაწევის/მიღების პროცესში, მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.