1. შემოქმედებითი მოღვაწეობის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო:

ა) უზრუნველყოფს მის დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის ორგანიზაციების საქმიანობას;

ბ) ხელს უწყობს ამ სფეროში კერძო და არასახელმწიფო კულტურის ორგანიზაციების ფუნქციონირებას.

2. სახელმწიფოს ვალდებულება აისახება ქველმოქმედთა საქმიანობაში შეღავათებით, გრანტებით, სუბსიდიებით და კანონით დაწესებული სხვაგვარი დახმარებით.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.